ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობას იწყებს
ფოტო: Wikimedia Commons
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებით აპირებს.
რადიო თავისუფლება იტყობინება, რომ უახლოეს თვეებში ევროკავშირი აპირებს შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად. ამ ცნობების თანახმად, ოთხშაბათს ევროსაბჭომ შესაბამის რეკომენდაციას მწვანე შუქი აუნთო.
ცნობები იმავე დღეს დაადასტურა სომხეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ არმან იეგოიანმა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სამოქმედო გეგმის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია და გამოცხადდება 22 ივლისს.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ დიალოგზე საუბარი დაიწყო იმ ფონზე, როდესაც სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან სულ უფრო უარესდება. სომხეთი მჭიდრო კავშირის დამყარებას ცდილობს ევროპასთან და აშშ-სთან. ცვლილებების ეს დინამიკა დადგა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ რუსეთმა რეგიონში უსაფრთხოების გარანტიები უგულებელყო. ეს მოიცავს რუსი სამშვიდობოების უმოქმედობას, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის აღებისას, 2023 წელს.
გასული წლის დეკემბერში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 87% დადებითად აფასებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს.
მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიესალმება სომხეთის მიერ "უფრო საიმედო უსაფრთხოების ჩარჩოს ძიებას“, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაა (CSTO) და მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებს. ერთი თვით ადრე, სომხეთმა განაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას CSTO-სთან.
ოთხშაბათს, ერევანში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ ამ განწყობებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა "ვერ დაინახა, რომ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში უფრო მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს შექმნას". ეს ვიზიტი დაემთხვა სომხურ-ამერიკულ წვრთნებს, რამაც, ფაქტთან ერთად, რომ სომხეთმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ ნატო-ს სამიტში, რუსეთის ხელისუფლება გააღიზიანა.
ევროკავშირი, ასევე, დაამტკიცებს 10 მილიონი ევროს არალეტალურ სამხედრო დახმარებას სომხეთისთვის, მისი ევროპული სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით.
სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინიციატივის ნაწილია მისი დაარსების დღიდან — 2009 წლიდან.
EaP-ის ფარგლებში შეიქმნა, ასევე, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის "ასოცირებული ტრიოს" ვიწრო ჩარჩო — ქვეყნების, რომლებიც ადრე უფრო მეტ ამბიციებს და მზადყოფნას ფლობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
თუმცა, სამეულის მომავალი ნაკლებად მკაფიო გახდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რასაც დაემატა მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.
ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების და საქართველოს მიერ რუსული კანონის მიღების ფონზე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ესტონეთმა, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა და შვედეთმა, გავრცელებული ინფორმაციით, წამოაყენეს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების იდეა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები