უკრაინის პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონპროექტი რუსეთში ანტიკოლონიალური მოძრაობების მხარდაჭერის შესახებ
ფოტო: rada.gov.ua
უკრაინის პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "რუსეთის ფედერაციის კოლონიური ხალხების ეროვნულ მოძრაობებთან ურთიერთობის შესახებ", რომელიც ამ მოძრაობების უფრო დიდ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
კანონპროექტი, რომლის ავტორია სხვადასხვა ფრაქციისა და ჯგუფის 82 დეპუტატი, 15 ივლისს წარადგინეს და ამჟამად პარლამენტის კომიტეტში განიხილება.
"კანონპროექტი შეეხება ჩეჩნებს, თათრებს, უდმურტებს, ტუვანებს, ბურიატებს, ბაშკირებს და ათეულობით სხვა ხალხს“,— დაწერა დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა ტელეგრამის არხზე.
დეპუტატმა ვოლოდიმირ ვიატროვიჩმა, დროებითი სპეციალური კომისიის მდივანმა განაცხადა, რომ კანონპროექტი განსაზღვრავს "უკრაინის სამინისტროებისა და დეპარტამენტების სპეციფიკურ ამოცანებს, რუსეთის მიერ დამონებული ხალხების ეროვნულ მოძრაობებთან ურთიერთობისას“, მათ შორის მათი კულტურის, ენების და მედიის განვითარების ხელშეწყობას. ასევე, ეს ეხება სამხედრო ჯგუფებს რეგიონებიდან, რომლებიც აქტიურობენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.
უკრაინელმა დეპუტატმა და პარლამენტის თავისუფალი კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოლექსი გონჩარენკომ, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, განუცხადა OС Media-ს, რომ კანონპროექტი ორიენტირებულია რუსეთის ფედერაციაში ეროვნული მოძრაობების მხარდაჭერაზე.
"მისი სპეციფიკა არის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების აგება რუსეთში ეროვნულ მოძრაობებთან დაკავშირებით. ეს ქვეყანა ხალხებისთვის ციხეა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, ვინც რუსეთის ფედერაციის კოლონიური პოლიტიკის ქვეშ არიან“, — განაცხადა გონჩარენკომ.
"რუსეთის დეკოლონიზაცია და დეიმპერიალიზაცია ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ხალხები, რომელთა დათრგუნვას ცდილობს რუსეთი, უნდა იყვნენ თავისუფლები“, — აღნიშნა მან.
კანონპროექტის ტექსტი ეხება "დამოკიდებული ხალხების თავისუფლების სურვილს და ამ ხალხების გადამწყვეტ როლს დამოუკიდებლობის მიღწევაში".
აქვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ამოცანები და მიზნები დაეფუძნება გაეროს "დეკლარაციას კოლონიალური ქვეყნებისა და ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ".
"პროექტი ასახავს ორ ძირითად მიზანს: [პირველი არის] ყოვლისმომცველი მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის კოლონიური ხალხების ეროვნული მოძრაობებისთვის, მათი ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა (მათ შორის, ეროვნული, ან რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირებით)", — თქვა გონჩარენკომ. "მეორე მიზანია, ხელი შეუწყოს პირობების შექმნას დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად და საჯარო ადმინისტრაციის განახლებისთვის, კოლონიალური ხალხების სუვერენული სახელმწიფოების საერთაშორისო აღიარება გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, [და] მშვიდობა".
კანონპროექტის ძირითადი პრინციპებია კოლონიური ხალხების თვითგამორკვევა და კოლონიური რეჟიმის დანაშაულების გამართლების დაუშვებლობა.
2022 წლის ოქტომბერში, უკრაინის პარლამენტმა აღიარა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ "დროებით“ ოკუპირებულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ასევე, დაგმო "ჩეჩენი ხალხის გენოციდი“. თებერვალში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ინგუშების უფლებას, შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და დაგმო რუსეთის მიერ ინგუშების მასობრივი დეპორტაცია 1944 წელს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები