ადვოკატის თქმით, უკრაინაში მებრძოლებს სუსი უსვამს კითხვებს ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაზე
ფოტო: კადრი ვიდოედან/RUSTAVI 2
დღეს, 23 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე, 2008 წლის აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილი გამოჰკითხა.
კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სუს-ის კითხვები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.
"კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის, გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ოცნების მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი და დასახელდა ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი", — განაცხადა რამიშვილმა მედიასთან კომენტარში.
მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ეკითხებიან, ხომ არ აპირებს ტერორისტულ აქტებში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას:
"ჰკითხეს , თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი [მამუკა მამულაშვილი, ქართული ლეგიონის მეთაური] და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად, მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება".
ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინაში მებრძოლ ქართველებისა და ომის ვეტერანების ნაწილს სუსი გამოკითხვაზე იბარებს.
გუშინ, 22 ივლისს, უწყებაში იმყოფებოდა ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში იბრძვის და ამასთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა.
მთავარის ინფორმაციით, სუს-ისგან შეტყობინება გამოკითხვის შესახებ მიიღეს ომის სხვა ვეტერანებმაც — ვაჟა ცეცაძემ, ბესო ბენდელიანმა და ლაშა ჭიღლაძემ. ისინი ამბობენ, რომ საქმეს რეალური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას მათი დასჯა რუსულ აგრესიასთან ბრძოლისა და თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სურს.
გაიგე მეტი: რა საკითხზე იბარებს სუს-ი უკრანაში მებრძოლ ქართველებს — დღეს ნადიმ ხმალაძე გამოკითხეს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები