"ყველამ იცოდა, რომ საქმე მიდიოდა ტერორიზმის მუხლით, თუმცა ამ მუხლს შეგნებულად არ ახსენებდნენ" — მდინარაძე უკრაინაში მებრძოლი ქართველების სუს-ში დაბარებაზე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ომის ვეტერანების დაბარებაზე, ტელევიზიები, პოლიტიკოსები, მოწმეები და უფლებადამცველები აქცენტს აკეთებდნენ მხოლოდ შეთქმულების მუხლზე და ტერორიზმის მუხლს არ ახსენებდნენ, რაც მდინარაძის შეფასებით, "ძალიან საეჭვოა".
"ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე. თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და ოცნების სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას. ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით არ ახსენებდნენ. რატომ? არ იცოდნენ? დავუშვათ, მისვლის მომენტში არ იცოდნენ, მაგრამ გამოსვლისას ხომ იცოდნენ მარტივად გაიშიფრნენ", — განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ტელევიზიები "მხოლოდ შეთქმულებაზე საუბრობდნენ", მესამე დღეს კი, როდესაც გამოჩნდა, რომ ტერორიზმის მუხლიც იყო, მედიამ შემდეგ დაიწყო ამაზე საუბარი:
"ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს ხელი არ აქვთ მოწერილი გაუთქმელობის ხელწერილზე? გუშინ ჰქონდათ და დღეს არ აქვთ, მოსამართლემ ან გამომძიებელმა მისცა უფლება, ამაზე ილაპარაკეთო? საგულდაგულოდ მალავდნენ და ახლა იძულებული გახდნენ, ამაზე ილაპარაკონ".
ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინაში მებრძოლ ქართველებისა და ომის ვეტერანების ნაწილს სუსი გამოკითხვაზე იბარებს.
დღეს, 23 ივლისს, სუს-მა ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილი გამოჰკითხა.
კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სუს-ის კითხვები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.
გუშინ, 22 ივლისს, უწყებაში იმყოფებოდა ნადიმ ხმალაძეც. მთავარის ინფორმაციით, სუს-ისგან შეტყობინება გამოკითხვის შესახებ მიიღეს ომის სხვა ვეტერანებმაც — ვაჟა ცეცაძემ, ბესო ბენდელიანმა და ლაშა ჭიღლაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები