სს ლიბერთი ბანკი პირველ საჯარო ობლიგაციას განათავსებს
ფოტო: ლიბერთი ბანკი
2024 წლის 24 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ [წინასწარი] პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, სს ლიბერთი ბანკმა (კომპანია) დაიწყო 25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. ობლიგაციის) ემისიის პროცესი. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024 წლის 8 აგვისტოდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე. ტრანზაქციის ამოცანაა ბანკისთვის მეორადი კაპიტალის მოზიდვა.
ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსებისა და გადახდისა და კალკულაციის აგენტი არის: შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორი; ხოლო ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს იურიდიული ფირმა ბიელსი.
ტრანზაქციის ძირითადი პარამეტრები:
ფოტო: ლიბერთი ბანკი
“ლიბერთი აგრძელებს ინსტიტუციონალურ განვითარებას და ყალიბდება კომპლექსურ ფინანსურ ინსტიტუტად. ამ გზაზე, ბანკი მზად არის მოიზიდოს დაინტერესებული ინვესტორები, რომლებსაც ექნებათ საშუალება წარმატებული ისტორიის მონაწილეები გახდნენ.
ბოლო წლების შედეგებით ვხედავთ ბანკის საფუძვლიანი ტრანსფორმაციის შედეგებს, რაც მის მომგებიანობაზეც აისახა. დარწმუნებული ვართ, სუბორდინირებული კლასის ფასიანი ქაღალდის გამოშვების გზით, ბანკი გაიმყარებს თავის პოზიციებს და კიდევ უფრო მეტი ტემპითა და ინოვაციური პროდუქტებით წარმოაჩენს თავს ფინანსურ ბაზარზე. ლიბერთის მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს აგენტს — ალფა კაპიტალ ედვაიზორის და ლიბერთის გუნდის წევრებს, ამ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისათვის“ — განაცხადა ვატო ბაბუნაშვილმა, სს ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ.
“აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს კომპანიისა პირველ, ე.წ. საინაუგურაციო, საჯარო ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. სს ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი პირველი ბანკია, რომელიც საქართველოში დაფინანსებას მოიძიებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე საჯარო ობლიგაციების მეშვეობით. მისასალმებელია ლიბერთი ბანკის სულისკვეთება კაპიტალის ბაზრის მეშვეობით უზრუნველყონ ბიზნესის ზრდის დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში ფონდირებისა და კაპიტალიზაციის შემდგომი დივერსიფიკაციის გაღრმავებას — თავის მხრივ კი სექტორის გაძლერებას. იმედი გვაქვს, რომ კომპანიას დასახული მიზნის მისაღწევად, გათვითცნობიერებული ინვესტორების აქტივობაც მაღალი იქნება. მადლობა სს ლიბერთი ბანკის მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს, სექტორისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. და ბოლოს, აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს ალფა კაპიტალ ედვაიზორის, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშის, საბანკო სექტორში რიგით მესამე ფასიანი ქაღალდის ტრანზაქციას. როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე ბაზარზე, ვიმედოვნებთ რომ კიდევ ბევრი საინტერესო და ინოვაციური ტრანზაქციითა და ახალი ემიტენტების ბაზარზე შემოყვანით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს“ — განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორის მმართველმა პარტნიორმა.
სს ლიბერთი ბანკის შესახებ: ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის: PR@lb.ge
შპს ალფა კაპიტალ ედვაიზორის შესახებ: კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორატიული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. კომპანიამ 2021 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოიპოვა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ა და დ პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზია, ხოლო 2024 წლის ივნისიდან კომპანია უკვე ოპერირებს სებ-ის სრული საბროკერო ლიცენზიით. ალფა კაპიტალი ედვაიზორის მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში. კომპანია საკუთარ კლიენტებს სთავაზობს მიუკერძოებულ და უმაღლესი ხარისხის საინვესტიციო-საბანკო ექსპერტიზას, პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტასა და მიდგომას, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ — ალფა კაპიტალ ედვაიზორის კლიენტებს მიაღწევინოს სასურველი სტრატეგიული შედეგი. კომპანიის თანადამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები არიან ირაკლი ელაშვილი და ლევან წუწუნავა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები