სათამაშოების მაღაზია დადარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს აფასებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
დიდი ხანია, რაც საქართველოს ბანკი მცირე თუ დიდ ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაში ეხმარება და მათ განვითარებას უწყობს ხელს. ბიზნესის მართვა ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევას უკავშირდება, პროცესების გაუმჯობესების მიზნით კი საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ აპლიკაციას — ბიზნეს მობილბანკს სთავაზობს. ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება, ნაშთის კონტროლი, ბიზნეს სესხის ათვისება, ვალუტის შეღავათიანი კურსით სარგებლობა, დამატებითი ბიზნეს ანგარიშის გახსნა და სხვა ფუნქციონალების გამოყენება. სიმარტივე და კომფორტი კი ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც ბიზნეს მობილბანკს შეუცველ აპლიკაციად აქცევს.
სოციალური საწარმო დადარი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ამზადებს, შექმნის დღიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. დადარის დამფუძნებელი, არჩილ გობეჯიშვილი, საწარმოს შექმნის ისტორიისა და ბიზნესის მობილბანკთან ინტეგრაციის შესახებ გვესაუბრა.
“ხის სათამაშოების წარმოება 2018 წელს დავიწყეთ და ეს ის პერიოდი იყო, როცა მკვეთრად გამოჩნდა პრობლემა სათამაშოების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. იმ პერიოდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ 10-დან 8 სათამაშო ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, ჩვენ კი პრობლემის მოგვარებაში ჩვენი წვლილის შეტანა გვსურდა. ასე რომ, გვინდოდა, სათამაშოების წარმოება გაგვევითარებინა და ქართული თუ უცხოური ბაზრისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები შეგვეთავაზებინა. ამავდროულად, სათამაშოების წარმოების პროცესისთვის სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ დამატებითი ღირებულების მიცემა გვსურდა. გადავწყვიტეთ, რომ წარმოების პროცესში იძულებით გადაადგილებული ადამიანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გადაგვემზადებინა და დაგვესაქმებინა. ასე ჩამოვაყალიბეთ სოციალური საწარმო დადარი, რომელიც უკვე 4 წელია, წარმატებულად ფუნქციონირებს”, — ამბობს არჩილი.
როგორც არჩილი აღნიშნავს, დადარის შექმნიდან მალევე ბიზნეს მობილბანკი ყოველდღიური პროცესების მართვის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბიზნესთან კი მობილბანკის ინტეგრაცია მარტივი იყო, რაც არჩილის თქმით, აპლიკაციის ფუნქციონალების დამსახურებაა.
“როცა ბიზნესი დავარეგისტრირეთ, საქართველოს ბანკში ანგარიშიც თავიდანვე გავხსენით და როგორც მახსოვს, მაშინვე გადმოვწერეთ ბიზნეს მობილბანკი. მანამდე ყველა საქმესთან დაკავშირებით ბანკში უშუალოდ წასვლა და დეტალების იქ მოგვარება, რა თქმა უნდა, რთული იყო. ბიზნეს მობილბანკის დამხმარებით კი, ჩვენთვის სასურველ ფუნქციონალებს ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად ვიყენებთ. აპლიკაციასთან ინტეგრაცია მარტივი იყო, რადგან თავად მობილბანკი სწორად არის შედგენილი და მორგებულია ბიზნესის საჭიროებებს, ამიტომ სირთულეები არ მახსენდება. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა ის სიმარტივე, რომელიც ბიზნეს მობილბანკის გამოყენებას ახლავს. ფიზიკური პირის მობილბანკში მიღებული გამოცდილება კი ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალების ათვისებაში დაგვეხმარა”, — აღნიშნა არჩილმა.
ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს დამატებითი ბიზნეს ანგარიშის გახსნა შეუძლიათ. თუ უცხოურ კომპანიებთან ტრანზაქციებს ხშირად ახორციელებთ, დამატებითი ბიზნეს ანგარიში ფინანსების კონტროლს გაგიმარტივებთ. ბიზნეს მობილბანკით შეძლებთ, მარტივად გახსნათ მულტისავალუტო ანგარიში, რომებზეც სხვადასხვა ვალუტებში ან სხვადასხვა მიზნობრიობით მიღებულ შემოსავლებს გაანაწილებთ. არჩილმა ბიზნეს მობილბანკიდან დამატებითი ბიზნეს ანგარიში უკვე გახსნა, რაც მისი თქმით, საკმაოდ მარტივი და სწრაფი პროცესი იყო.
“პარტნიორ ევროპულ კომპანიებთან ძირითადად B2B მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოს ბაზრის გარდა, წარმატებული გაყიდვები გვაქვს ევროპულ ბაზარზეც და სხვადასხვა ევროპულ კომპანიას მათზე მორგებულ პროდუქციასა და B2B თანამშრომლობას ვთავაზობთ. შესაბამისად, ამ კომპანიებთან თანამშრომლობაში ძალიან გვეხმარება სხვადასხვა ანგარიშის ქონა, რათა უფრო ნათლად ჩანდეს ყველა ტრანზაქცია ვისთან არის, როგორ არის, რომელ რიცხვშია და ასე შემდეგ. ასე რომ, დამატებითი ბიზნეს ანგარიშით ფინანსებს ბევრად უფრო პრაქტიკულად ვმართავთ. სამომავლოდ კი, ბიზნესის საქმიანობა მობილბანკის გარეშე ვერ კი წარმომიდგენია. გადარიცხვა, ჩარიცხვა, ნაშთის კონტროლი, გადამოწმება — ჩვენი ყოველდღიური ბიზნეს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ვფიქრობ, რომ მობილბანკის აქტიურად გამოყენებაც მუდმივად გაგრძელდება”, — ამბობს არჩილი.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ. ბიზნეს მობილბანკის გადმოწერას კი, ამ ბმულიდან შეძლებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები