10 ფაქტი იმის დასტურად, რომ საქართველო ფორმაშია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ქართველ სპორტსმენებს.
დადგა ის დღე, რომელსაც სპორტის მოყვარულები უკვე 4 წელია, ელოდებიან — პარიზში ოლიმპიური ცეცხლი ინთება!
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა პატარა და მცირერიცხოვანია, ქართველი სპორტსმენები მუდამ ახერხებენ მაყურებლების აღფრთოვანებას, ოვაციებს მთელი მსოფლიოდან იღებენ და სამშობლოში მედლებით ბრუნდებიან.
წლევანდელი ოლიმპიური თამაშებისთვის 28 ქართველი ოლიმპიელი უკვე პარიზშია და ასპარეზობისთვის ემზადება. წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომელიც ნამდვილად ამტკიცებს, რომ საქართველო ფორმაშია:
1. მონაწილეობას ვიღებთ სპორტის 9 სახეობაში
ეთერ ლიპარტელიანი, სანდრო ბაზაძე, ლუბა გოლოვინა
ფოტო: საქართველოს ბანკ
ჯუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა — ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენს ქვეყანას თითოეულ სპორტში წარმოუდგენლად თავდადებული, მიზანზე ფოკუსირებული სპორტსმენები წარმოადგენენ, რომელთა ყურებისას გამარჯვების გარდაუვალობაში ვრწმუნდებით.
2. ნინო სალუქვაძე თავისივე რეკორდს მოხსნის!
ფოტო: საქართველოს ბანკი
ლეგენდარულმა ქართველმა მიზანში მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ვროცლავში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს ზედიზედ მე-10 ოლიმპიადა იქნება — მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სპორტულ შეჯიბრში იგი 1988 წლის შემდეგ მუდმივად ასპარეზობს.
სალუქვაძემ რეკორდი ჯერ კიდევ 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაამყარა. იგი ამ დრომდე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ სარბიელზე ცხრაჯერ გაიარა, მალე კი საკუთარ რეკორდს მოხსნის და ამ უმნიშვნელოვანეს გზას მეათედ გაივლის.
3. ისტორიაში პირველად საქართველოს ჯუდოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრშიც გამოვა
ეთერ ასკილაშვილი, ლაშა ბექაური, სოფიო სომხიშვილი
ფოტო: საქართველოს ბანკი
იმის მიუხედავად, რომ ქართველი ჯუდოისტები ინდივიდუალურ თუ გუნდურ შეჯიბრებებში ხშირად აღწევენ წარმატებას, აქამდე ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენს ნაკრებს გუნდური შეჯიბრის ლიცენზია არასდროს ჰქონია. თუმცა, წელს საქართველოს ჯუდოისტთა ნაკრებმა საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა და პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრზეც გამოვა. ჯუდოს ნაკრებში სამი ქალიც იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სპორტის წინსვლისთვის. გუნდურ შეჯიბრში მედლის დასაკუთრებას გამორჩეული ათლეტები — ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი შეეცდებიან.
4. ქართველ სპორტსმენებს სირთულეები არ აშინებთ
ილია სულამანიძე, ნოე ფანცხავა, ვაჟა მარგველაშვილი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქართველ სპორტსმენებს რომ არაფერი აშინებთ და მენტალური თუ ფიზიკური წნეხი მათთვის მხოლოდ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებაა, ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდით, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზეც.
2008 წლის 8 აგვისტოს მსოფლიოში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა დაიწყო — პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და რუსეთ-საქართველოს ომი. ამ წარმოუდგენლად სტრესული პირობების მიუხედავად, ქართულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა გასაოცარი მიზანდასახულობით იასპარეზა — ჩვენმა სპორტსმენებმა 7 მედლის მოპოვება შეძლეს. 2008 წლის ოლიმპიადა ჩვენთვის ყველაზე წარმატებულად იქცა. მართალია, ამავე რაოდენობის ტიტული საქართველომ 2016 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა, თუმცა, პეკინის თამაშებზე ქართველმა ათლეტებმა სამი, ხოლო რიოს შეჯიბრებაზე ორი ოქროს მედალი მიიღეს.
5. ლაშა ტალახაძე წელს მესამე ოქროს მედლის მოპოვებას უმიზნებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ცოცხალ ლეგენდად ქცეული ქართველი ძალოსანი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ამასთან ერთად, ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდსმენია ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). ლაშა წელსაც შესაშურ ფორმაშია და პარიზში მისგან მესამე ოქროს მედალსაც ველოდებით!
6.ლაშა შავდათუაშვილი მეოთხე მედლის კანდიდატია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქართველი ჯუდოისტის, ლაშა შავდათუაშვილის ტიტულები ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. ის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონია — 2012 წელს ლაშა ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა, 2021 წელს ტოკიოში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წელს შავდათუაშვილი მეოთხე, ისტორიული პრიზის მოსაპოვებლად იასპარეზებს, რაც ყველა სპორტსმენისთვის საოცნებო მიღწევაა.
7. ახლა გენო პეტრიაშვილის ჯერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
მოჭიდავეთა გუნდის გამორჩეული ლიდერი, 30 წლის გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორია. ჭიდაობა ქართველთათვის ერთ-ერთი ფავორიტი სპორტია, რომელშიც ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის ვიჩენთ თავს.
გენომ პირველი ოლიმპიური მედალი 2016 წელს რიოში გამართულ ოლიმპიადაზე მოიპოვა (ბრინჯაო); ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მედალიც შემატა თავის მონაგარს. ამ მარტივ ქრონოლოგიასა და პროგრესიაზე დაკვირვებით, გვჯერა, რომ გენო წელს ოქროს მედალსაც დაეუფლება — ის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავის წონაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ჩემპიონობის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კანდიდატია.
8. 15 წლის ანა ნიჟარაძე ოლიმპიური თამაშების დებიუტანტია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ათლეტური თავდადება ასაკით რომ არ იზომება, ანა ნიჟარაძე ამის ნათელი მაგალითია — 15 წლის მოცურავე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასაკით ყველაზე პატარა ოლიმპიელია და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ცურვაში შეეცდება. მისი სულისკვეთება ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძია — ქუთაისში გამართულ საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატზე ანამ საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა,100 მეტრზე ზურგით გაცურვაში (01:06,53) და საქართველოს ყველა დროის ქალ მოცურავე რეკორდსმენთა შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
9. ქართველ გულშემატკივრებს უკვე აღარ სჯერათ, მათ უკვე იციან
2024 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული წელია. საქართველოს კაცთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საოცრად იასპარეზა, ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გავიდა, ილია თოფურია UFC-ს ჩემპიონი გახდა... ქართველმა გულშემატკივარმა ამ გამარჯვებებში უდიდესი მორალური როლი შეასრულა — სპორტსმენებს მთელი ძალისხმევით ვამხნევებდით, შორიდან თუ ახლოდან ვაგრძნობინებდით უპირობო მხარდაჭერას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ გამარჯვება ჩვენკენაა და ოლიმპიურ თამაშებსაც ამ განწყობით ვადევნებთ თვალს!
10. უკვე 41 ოქროს მედალი გვაქვს და გაჩერებას არ ვაპირებთ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ასპარეზობიდან დღემდე ქართველებს ჯამში 133 მედალი აქვთ მოპოვებული, საიდანაც 41 ოქროა. თითოეული ტიტული და მედალი ჩვენს სპორტსმენებს ადამიანური შესაძლებლობების საზღვრების მოშლად და მიზნისკენ მუდმივ სწრაფვად უჯდებათ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მრავალ ჯილდოს დაიმსახურებენ, რადგან საქართველო ფორმაშია!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები