Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
ფოტო: GGU
საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის „მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა.
GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 2024 წლის მაისსა და ივნისში შენელებული აქტივობის შემდეგ, კვლავ გახსნა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები. Ხუთწლიანი მწვანე ობლიგაციების სარგებელი 8.875 %-ით განისაზღვრა, გამოშვებისა და განთავსების ფასი კი ნომინალური ღირებულების 100%-ით. უცხოელი და ქართველი ინვესტორების დაინტერესებამ დაახლოებით 60%-ით გადააჭარბა ემისიის მოცულობას.
აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი მენეჯერი J.P. Morgan-ია. თანამმართველი საინვესტიციო ბანკები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი არიან. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Latham & Watkins, Baker & McKenzie LLP-ი, BLC Law Office და Dentons წარმოადგენდნენ, ხოლო აუდიტორს - EY.
ობლიგაციის თანხა სრულად გადანაწილდება კომპანიის სტრატეგიულ მწვანე პროექტებზე, მიღებული სახსრები კი ახალი მწვანე კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებასა და არსებული ვალდებულებების გადაფარვას მოხმარდება. GGU-ს მწვანე დაფინანსების ჩარჩო დებულება დაამტკიცა ESG კვლევისა და ანალიტიკის წამყვანმა კომპანიამ DNV-მ.
“მოხარული ვარ, გაცნობოთ რიგით მეორე საჯარო მწვანე ობლიგაციების წარმატებული ემისიის შესახებ. GGU პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2020 წელს მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობებისადმი ჩვენი ერთგულებით, ვინარჩუნებთ წამყვანი კომპანიის სტატუსს. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები მოხმარდება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე, წყალმომარაგების სექტორში კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებას. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ პროფილსა და ლიკვიდურობას, რაც დაგვეხმარება ჯანსაღი და მდგრადი ბიზნესის განვითარებაში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, მხარდაჭერისთვის — საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აზიის განვითარების ბანკს (ADB) და გერმანიის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს (DEG)“ — განაცხადა GGU-ს გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.
“ტრანზაქციის ზომა, ფასი და ინვესტორთა ბაზა GGU-ს ძლიერი ფინანსური მდგომარეობისა და ზრდის დიდი პოტენციალის დასტურია. კომპანიის ფასიანმა ქაღალდებმა დიდი დაინტერესება მოიპოვა საცალო ინვესტორებისგან და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი აღსანიშნავი გარიგების წარმატებით განხორციელებაში.“ — აღნიშნავს გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე ქეთევან თოიძე ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.
“ვულოცავთ GGU-ს მწვანე ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას და განთავსებას, რომელმაც საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხარული ვართ, რომ კომპანიის როგორც მეორე, ასევე პირველი მწვანე ევროობლიგაციების გამოშვების თანამმართველი საინვესტიციო ბანკი სწორედ თიბისი კაპიტალი იყო. საერთაშორისო ბაზარზე მეორე მწვანე ობლიგაციების განთავსება, ხაზს უსვამს GGU-ს გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებული ფინანსური რესურსი, არა მხოლოდ გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ხელს შეუწყობს ბაზარზე კიდევ უფრო მეტი მწვანე ინიცატივისა და პროექტის განხორციელებას” — მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით GGU-ს რეიტინგია BB- (Outlook სტაბილური), ხოლო S&P Global-ის მიხედვით BB- (Creditwatch პოზიტიური).
Georgia Global Utilities (GGU) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (GWP) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი კომპანიაა. GGU ასევე ფლობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს 149 MWh ჯამური დადგმული სიმძლავრით, მათ შორის, ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა წყალსაცავიან ჰიდროელექტორსადგურებს შორის. 2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი ესპანური კომპანია FCC Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" ფლობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები