ნოდარ მელაძე

26 Jul. 2024, 17:20

ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას.

აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ მიერ, კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება — "მამულაშვილის ქეისი".

რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქმე, რომელიც "წავაგეთ". დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.

რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს.

წერს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ფეისბუქზე..

ტელეკომპანიის ცნობით,  მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ტვ პირველის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…