“მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ — როგორ შეიქმნა და განვითარდა საქართველოს ბანკის აპლიკაცია ბიზნესებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესის სწორად მართვას განსაკუთრებული ყურადღება, დრო და რესურსები სჭირდება. თანამედროვე სამყაროში კი ტექნოლოგიები ამ ყველაფრის დაზოგვის, შესაბამისად - ბიზნესის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ავითარებს აპლიკაციას — ბიზნეს მობილბანკს, რომელიც უკვე იქცა 80 ათასზე მეტი მომხმარებლისთვის ბიზნესის და ფინანსების მართვის გამორჩეულ პლატფორმად. ბლოგში გიამბობთ, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა აპლიკაციამ, რომელიც წელს SME Business Agency-იმ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკად აღიარა.
“მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“
2021 წელს, დიჯიტალიზაციის მზარდ ტენდენციებზე საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ბიზნესებს გამორჩეული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი შესთავაზა. აპლიკაცია ფინანსების მართვის გამარტივების მისიით შეიქმნა და კომპანიებს საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. შექმნიდან 1 წელიწადში კი საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სრულიად განახლებული ბიზნეს მობილბანკი წარუდგინა.
სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა და არაერთ სიახლეს სთავაზობდა ბაზარს. მათ შორის იყო ანგარიშების მართვის ფუნქციონალი, დოკუმენტების დადასტურების შესაძლებლობა, შეღავათიანი პირობები ვალუტის კურსის კონვერტაციაზე და სხვა.
განახლებული ბიზნეს მობილბანკი დიზაინის კუთხითაც გამოირჩეოდა — პარამეტრების მორგების ფუნქციონალით შესაძლებელი გახდა პირადი მონაცემების შეცვლა, დიზაინის სასურველი რეჟიმის შერჩევა და ავტორიზაციის პროცესის კომფორტულად გავლა.
აპლიკაციის განვითარება მომდევნო წლებში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდა და მან ბიზნესისთვის საჭირო არაერთი ფუნქციონალი შეიძინა.
ფუნქციონალები
4 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციად გარდაიქმნა და ბიზნესებს, ტრადიციული საბანკო სერვისების მიღმა, არაერთი სასარგებლო სერვისი შესთავაზა. დღეს ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია:
- ყველა ტრანზაქციის შესრულება, რაც ბიზნესს შესაძლოა დასჭირდეს;
- ამონაწერის მიღება როგორც ჯამურ თანხებზე, ისე ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით;
- ხელფასის გადარიცხვა;
- საკრედიტო ხაზის ათვისება და შეღავათიანი ბიზნეს სესხით სარგებლობა;
- ინდივიდუალურად ან პაკეტურად გადარიცხვების შესრულება;
- ციფრული ან პლასტიკური ბიზნეს ბარათის შეკვეთა;
- ბიზნეს ნაკრების გახსნა;
- ახალი ანგარიშის გახსნა;
- ბიზნეს ანაბრის გახსნა და სხვა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რომლითაც სარგებლობა კომპანიებს მობილბანკის დახმარებით შეუძლიათ, ბიზნეს შეთავაზებებია. იგი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო, საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვა სერვისებზე ფასდაკლებებს აერთიანებს.
ჯილდოები
ბიზნეს მობილბანკი დროთა განმავლობაში იქცა ინსტრუმენტად საუკეთესო საბანკო გამოცდილების მიღებისთვის. ეს პროგრესი კი საერთაშორისო გამოცემებმაც აღიარეს.
2023 წელს Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული კორპორატიული ბანკების ქვე-კატეგორიის გამარჯვებულები გამოავლინა. მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციის ნომინაციაში გამარჯვებულად კი საქართველოს ბანკი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ჯილდო საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკმა 2024 წელსაც მოიპოვა. ამჯერად მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტომ (SME Banking Agency) საქართველოს ბიზნეს მობილბანკი, ბიზნეს ინტერნეტბანკთან ერთად, ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ რეიტინგში საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი 60-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტს შორის მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი კი რეგიონში წამყვან 10 საბანკო აპლიკაციას შორის მოხვდა.
დღეს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 94%-ს უტოლდება.
გაიგეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესახებ მეტი ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები