აზერბაიჯანში, ღალატის ბრალდებით, ეთნიკურად თალიში მკვლევარი დააკავეს — რაში ადანაშაულებენ მას
ფოტო: OC Media
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ეთნიკური თალიში მკვლევარი ღალატისა და ეთნიკური სიძულვილის წაქეზების ბრალდებით დააკავა.
იგბალ აბილოვს ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას, ასევე, ეკრძალება ვიზიტორების მიღება, მათ შორის ოჯახის წევრებისაც. აბილოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირას სამხრეთ აზერბაიჯანის სოფელ ბალა-კოლატანში დააკავა.
პროსამთავრობო საინფორმაციო საიტი Qafqazinfo.az იტყობინება, რომ აბილოვს ბრალად ედება სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებთან მუშაობა.
მათ განაცხადეს, რომ მას ედავებიან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ "აქტივობების ორგანიზებაში“, "სხვადასხვა ქვეყნის ძალებთან ურთიერთობასა" და "ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში".
მათი თქმით, მას ბრალი ედება სომეხ მეცნიერებთან სკაიპის საშუალებით "ფარულ მოლაპარაკებებსა და გარიგებებში", მათ შორის, ერევნის რუსულ-სომხური უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, გარნიკ ასატრიანთან, რომელსაც "აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიზანმიმართული სამუშაოების ჩატარებაში" ადანაშაულებენ.
მათ, ასევე, თქვეს, რომ ის ეჭვმიტანილია სომხეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პირებთან, მათ შორის, ვარდან ვოსკანიანთან ურთიერთობაში. ვოსკანიანი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრას ხელმძღვანელობს.
აბილოვი არის ბელორუსში დაფუძნებული თალიშების ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჟურნალის რედაქტორი. ამ ორგანიზაციის განმარტებით, ჟურნალი არის "პირველ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემა, რომელიც ეძღვნება თალიშების ყოვლისმომცველ შესწავლას".
აბილოვის მამამ, შაჰინ აბილოვმა, უარყო მისი შვილის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება. მან OC Media-ს განუცხადა, რომ აბილოვი, რომელიც ბავშვობიდან ცხოვრობდა ბელორუსში, იყო მრავალი ეთნიკური უმცირესობის მკვლევარი "კავკასიიდან ჩინეთამდე", მათ შორის, თალიშების.
შაჰინ აბილოვის თქმით, მისი შვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირველად 22 ივნისს წაიყვანა დაკითხვაზე, პროცესი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მისივე ინფორმაციით, დაკითხვაზე მყოფს ჰკითხეს სხვადასხვა პირთან შეხვედრების შესახებ. აბილოვს ჰქონდა კონტაქტი ბევრ ადამიანთან აზერბაიჯანში, რომელთა ნაწილი ეთნიკურად თალიშია.
მეორე დღეს მან სცადა ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ აეროპორტში გააჩერეს, სადაც პასპორტი და ტელეფონი ჩამოართვეს.
თალიშების უფლებები და კულტურა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის, უკვე ათწლეულებია, მგრძნობიარე თემაა. 1993 წელს სამხრეთ აზერბაიჯანში გაჩნდა ხანმოკლე სეპარატისტული ერთეული, რომელმაც საკუთარ თავს თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკა უწოდა. მისი ლიდერი მალევე დააკავეს.
მას შემდეგ, აზერბაიჯანი ხშირად აპატიმრებდა თალიშ აქტივისტებსა და კულტურის წარმომადგენლებს, მათ შორის, ღალატის ბრალდებით.
2020 წლის ნოემბერში თალიში ისტორიკოსი და აქტივისტი ფახრადინ აბასოვი გარდაიცვალა ციხეში, მას 16-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
2021 წლის აპრილში თალიშ ბლოგერს ასლან გურბანოვს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, "ეროვნული სიძულვილის წაქეზებისთვის".
აზერბაიჯანის თალიშების საზოგადოებრივი საბჭოს 2021 წლის ანგარიშში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში თალიშების უფლებებს, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა თალიშური ენის, იდენტობის ან საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლებას არ პატივს სცემს.
"თალიშები აზერბაიჯანის მთავრობამ ხალხად არ აღიარა", — ნათქვამია ანგარიშში. "ხელისუფლება ახორციელებს თალიშების დე ფაქტო ასიმილაციის პოლიტიკას".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები