ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
ფოტო: Fernando Vergara/AP
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, ელვის ამოროსომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ლიდერმა, მადურომ, ხმების 51% მიიღო.
მადუროს შეფასებით, მისი ხელახალი არჩევა არის "სიმშვიდისა და სტაბილურობის ტრიუმფი" და, ასევე, თქვა, რომ ვენესუელის საარჩევნო სისტემა არის გამჭვირვალე.
შედეგებს არ აღიარებს ვენესუელის ოპოზიცია და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 44 პროცენტი აიღო, აცხადებს, რომ გაყალბების შესახებ იციან "ვენესუელელებმა და მთელმა მსოფლიომ".
28 ივლისს გამართულ არჩევნებში, დაახლოებით, 21 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
საარჩევნო კომისიას, რომელსაც მადუროს ერთგული პირები აკონტროლებენ, ქვეყნის მასშტაბით 30 ათასი საარჩევნო უბნიდან ოფიციალური მონაცემები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, ეს კი ოპოზიციისთვის შედეგებთან ბრძოლას ართულებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუწოდებს ვენესუელის საარჩევნო ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ დეტალური მონაცემები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შედეგების გამჭვირვალობა.
ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს აქვს "სერიოზული ეჭვი, რომ გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას, ან შედეგებს".
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა უკვე მიულოცა და განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ვენესუელასთან.
ვენესუელა ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ამ ორი ე.წ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ვენესუელის გარდა, მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ აღიარებენ.
2019 წელს, როდესაც მადურომ მეორე ვადით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრნენ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ მადუროს ახალი მანდატის ლეგიტიმურობა არ ცნო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები