შეთავაზებები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში — ინტერვიუ თემო ხატიაშვილთან
ფოტო: საქართველოს ბანკი
“მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ — სწორედ ამ სლოგანით დაიწყო ახლახან საქართველოს ბანკმა მორიგი კამპანია, რითიც ბიზნესებისთვის შექმნილი ყოვლისმომცველი საბანკო აპლიკაციის ოთხი წელიც აღნიშნა. ამ პერიოდში აპლიკაციამ მრავალფეროვანი ფუნქციონალი შეიძინა, მოიპოვა საერთაშორისო ჯილდოები და ქვეყნის მასშტაბით ათი ათასობით ბიზნესს დროისა და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობა მისცა.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის ერთ-ერთი გამორჩეული მოდული შეთავაზებებია. ესაა სივრცე, სადაც ერთიანდება სპეციალური შეთავაზებები ბიზნეს კონსულტაციებზე, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებზე, საგადასახადო თუ საბუღალტრო პროგრამებზე და სხვა. ამ სტატიაში საქართველოს ბანკის ანალიტიკოს-დეველოპერი, თემო ხატიაშვილი გვიამბობს, თუ როგორ იქმნებოდა შეთავაზებების მოდული და რა შესაძლებლობებს აძლევს ის ბიზნესებს.
“შეთავაზებების მოდულის შექმნის მთავარი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა მათ როგორც ზოგადი, ისე საკუთარი სპეციფიკის შესაბამისი ბიზნეს წინადადებები ეპოვათ და საქმიანობის გაძლიერების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ვფიქრობთ, ეს მისია გარკვეულწილად, შესრულდა, რადგან ათასობით ბიზნესი შეთავაზებებს ბიზნეს მობილბანკის დახმარებით ააქტიურებს“, — ამბობს თემო ხატიაშვილი.
მისი თქმით, მოდულს არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორისაა ის, თუ რამდენად მრავალფეროვანია შეთავაზებები.
“მოდული უამრავი ტიპის შეთავაზებას აერთიანებს. აქ, პრაქტიკულად, ყველაფერია, რაც ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება დასჭირდეს. მაგალითად, აქ შეგხვდებათ შეთავაზებები მარაგების მართვის, საკურიერო მომსახურების, მარკეტინგული აუდიტის, ბიზნეს ქოუჩინგის, სოციალური მედიის მართვისა და სხვა მიმართულებებით. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შეთავაზებებს შორის მომხმარებლები უფასო სერვისებსაც იპოვიან, რაც განსაკუთრებით საინტერესო ახალბედა, მცირე ზომის ბიზნესებისთვისაა“, — განმარტავს თემო ხატიაშვილი.
საქართველოს ბანკის ანალიტიკოს დეველოპერი მოდულის შექმნის ტექნოლოგიურ მხარეზეც გვიამბობს:
“მოდულზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენი ამოცანა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაზე ზრუნვა და ამ ყველაფრის ტექნიკური იმპლემენტაცია იყო. შედეგად, დღეს ამ მოდულს მოქნილი სერვისები და დახვეწილი UX გამოარჩევს. ამის მაგალითია ის, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაფილტროს შეთავაზებები ტიპის (მაგ: ფასდაკლება, ქეშბექი, სპეციალური შეთავაზება), სეგმენტის (მომსახურება, ვაჭრობა, აგრობიზნესი, დამწყები ბიზნესი), ასევე კატეგორიების (ბიზნეს კონსულტაცია, საბუღალტრო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება) მიხედვით და სხვა. ასეთი მოქნილი ფილტრაციის სისტემა კი, ვფიქრობ, მომხმარებელს უზოგავს დროს, რომ სწრაფად იპოვოს ის საქმიანი წინადადებები, რაც მისი ბიზნესისთვის რელევანტურია.“
აღსანიშნავია, რომ თემო ხატიაშვილი თითქმის სამი წელია, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გუნდის წევრია ანდროიდ დეველოპმენტის მიმართულებით. მას არაერთი ფუნქციონალის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა შაბლონები, გადარიცხვები, ბარათის შეკვეთა, დეპოზიტები და ა.შ.
საქართველოს ბანკი კი განაგრძობს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას. მათ შორის, მუდმივად აახლებს შეთავაზებებს ბიზნეს მობილბანკში.
იმისთვის, რომ თქვენც ისარგებლოთ ფასდაკლებით, ქეშბექით ან უფასო სერვისებით, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები