თეგეტას მორიგი ინტეგრირებული შოურუმი — Geely, Mazda და Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება
ფოტო: თეგეტა
Tegeta Cars-ში შემავალი სამი კომპანია Geely Sakartvelo, Mazda Center Tegeta და Auto Gallery ახალ შოურუმში განთავსდა. აღმაშენებლის ხეივანი №152 — ეს თეგეტას კიდევ ერთი საავტომობილო კომპლექსის ახალი მისამართია, სადაც მომხმარებელი ერთი ვიზიტით, მისთვის საჭირო ყველა მომსახურებასა და სრულ საავტომობილო სერვისს მიიღებს.
3600 m2-ზე საექსპოზიციო სივრცე, სერვისი და საოფისე ნაწილია განთავსებული. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ორ სართულიანი შენობა სამი კომპანიის სამოდელო რიგს, შესაბამის პროდუქტებსა და სერვისს გააერთიანებს.
ახალი კომპლექსის კონცეფცია სრული საავტომობილო მომსახურების ერთ სივრცეში მოქცევა და შესაბამისად, ავტომანქანის ფლობის მაქსიმალურად გამარტივებაა.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: “მოხარულები ვართ, რომ Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ს მომხმარებელს უკვე ახალ შოურუმში ვმასპინძლობთ. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო. სასურველი ავტომობილის შერჩევა, სრული სერვისი და ტესტ დრაივი უკვე ერთ მისამართზეა შესაძლებელი. Tegeta Cars-ში შემავალ ამ სამ კომპანიას აქამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შოურუმები ჰქონდათ, სერვისისათვის კი მომხმარებელს თეგეტა მოტორსის ფილიალებში უწევდა ვიზიტი. ეს მოცემულობა სრულად შევცვალეთ, დარჩა თეგეტას სტანდარტი და მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც ჩამოთვლილი ბრენდების ავტომფლობელები მათზე მორგებულ მომსახურებას მიიღებენ. ერთგულად მივყვებით ჰოლდინგის მიერ არჩეულ პოლიტიკას და გვსურს ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ.“
ფოტო: თეგეტა
სამი კომპანიის Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ის მომხმარებელს სამ სხვადასხვა სივრცეში უმასპინძლებენ. პირველი სართულის ნაწილი Geely Sakartvelo-ს, ეთმობა. კომპანია, რომელიც ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში, გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით გამოირჩევა. ამავე სართულს დაიკავებს Mazda Center Tegeta. კომპანიას, რომელიც საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია მომხმარებელი 2012 წლიდან კარგად იცნობს.
ფოტო: თეგეტა
მეორე სართული კი Auto Gallery-სთვის არის განკუთვნილი. ეს არის Tegeta Cars-ში შემავალი მულტიბრენდული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილებს, ელექტრომოპედებსა და მოტოციკლებს წარადგენს და ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა Polaris, Indian Motorcycle და NIU.
ფოტო: თეგეტა
თეგეტას სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, ახალი შოურუმის შენობაც თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ევროპული წარმოების მანქანა დანადგარებით აღიჭურვა. საავტომობილო სერვისისათვის განკუთვნილი უახლესი ხელსაწყოები შვიდ სამუშაო სივრცეში განთავსდება.
სრულად კეთილმოწყობილია გარე ტერიტორიაც. შოურუმის ეზოში გამოყოფილია სივრცე ავტოსადგომის, სამრეცხაოსა და ელექტროდამტენებისათვის. დასამუხტი სადგურების მონტაჟი და დამტენების ქსელის გაფართოება ,,თეგეტასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და მწვანე პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ჰოლდინგი უწყვეტად განაგრძობს.
ახალი შოურუმი, სერვისცენტრთან ერთად, უკვე ფუნქციონირებს. პრეზენტაცია კი სექტემბერში იგეგმება, რა დროსაც ჰოლდინგი ქართველ და უცხოელ პარტნიორებსაც უმასპინძლებს. მანამდე კი ახალ მისამართზე, აღმაშენებლის ხეივანი, 152 ნომერში ყოველ სამუშაო დღეს 09:30 საათიდან 18:30-მდე, შაბათს კი 09:30-დან 15:00 საათამდე ელის მომხმარებელს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian — კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები