ოლიმპიური ჩემპიონი ტომ დეილი ქსოვას პარიზშიც აგრძელებს
ფოტო: Getty Images
ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილი უთუოდ გეხსომებათ წინა ოლიმპიური თამაშებიდან. ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტსმენმა თავისი პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა, განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მაყურებლის ტრიბუნაზე საქსოვი ჩხირებით გამოჩნდა. ტომის ქსოვის ვიდეო ინტერნეტში მაშინ ვირუსულად გავრცელდა, მოგვიანებით კი, სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა განტვირთვასა და სტრესის მოხსნაში ეხმარება.
სწორედ ამიტომ, დეილის ყაისნაღების პარიზში წაღებაც არ დავიწყებია. წლევანდელ ოლიმპიადაზე ტომი თავისი საქსოვით სამი მეტრის ტრამპლინიდან ხტომაში ქალების კატეგორიის ფინალზე გამოჩნდა. ფოტოების გავრცელების შემდეგ, ინტერნეტმომხმარებლები დაინტერესდნენ, რას ქსოვდა სპორტსმენი ამჯერად. ტომმაც ფანები არ გააწბილა და როცა თითქმის დასრულებული ნამუშევარი თვალის შესავლებად ასწია, დავინახეთ, რომ მოქსოვილ ჯემპრზე მისი გვარი ეწერა.
2022 წლის ინტერვიუში დეილიმ აღნიშნა, რომ ქსოვა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დაეხმარა, როცა გარეთ გასვლისა და სხვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა. შფოთვისმომგვრელი ფიქრების ასაცილებლად ტომი მაშინ თურმე სულ ქსოვდა და მალევე ეს პროცესი მისთვის "მედიტაციად" იქცა.
სხვათა შორის, სპორტსმენს თავისი ჰობისთვის ინსტაგრამგვერდიც კი აქვს შექმნილი, რომელსაც 1,2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 2022 წელს დეილიმ ქსოვის სახელმძღვანელოც გამოსცა.
სპორტულ საქმიანობასა და ქსოვასთან ერთად, ტომ დეილი ლგბტქ ადამიანების აქტიური მხარდაჭერითაცაა ცნობილი. იგი თავად 2013 წელს დაქამინგაუთდა.
"საოცრად ვამაყობ, რომ ვარ გეი და ასევე ვარ ოლიმპიური ჩემპიონი", — განაცხადა დეილიმ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, — "როცა პატარა გახლდით, მეგონა, რომ ამას ვერასდროს მივაღწევდი — იმის გამო, ვინც ვიყავი. ახლა კი, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია.
"ვიმედოვნებ, ყველა ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანი დაინახავს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად მარტოსულად გრძნობ ახლა თავს, მარტო არ ხარ. ყველაფრის მიღწევა შეგიძლია".
ტომ დეილიმ 2012 და 2016 წლებში ბრინჯაოს ოლიმპიური მედლებიც მოიპოვა, წლევანდელ ოლიმპიადაზე კი, 10-მეტრიანი პლატფორმიდან ხტომაში, ის და მისი მეწყვილე ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები