ისანი პარკ რეზიდენსი — პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსი Mono Capitals-ისგან
ფოტო: Mono Capitals
თბილისის გულში, სადაც ურბანული ცხოვრება ბუნების სიმშვიდეს ჰარმონიულად ერწყმის, ცხოვრებით ტკბობის ახალი სტანდარტი — Isani Park Residence-ში დევს. რაც უფრო მეტად იზრდება ხმაურითა და გარემოს სხვაგვარი დაბინძურებისაგან შორს, მწვანე გარემოში ცხოვრების მოთხოვნა, მით უფრო მეტი ყურადღება ექცევა საცხოვრებელი კომპლექსის ადგილმდებარეობისა და სტრატეგიული მოხერხებულობის განსაზღვრას, რასაც Mono Capitals-ის ეს პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი ისანში საუკეთესოდ პასუხს. Isani Park Residence არ არის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ ეს არის ცხოვრების სტილის არჩევანი, რომელიც შეესაბამება სიჯანსაღის, ხარისხის, კეთილდღეობისა და მდგრადობის თანამედროვე გაგებასა და სტანდარტს.
მწვანე, ჯანსაღი ცხოვრების მზარდი ტენდენცია
მწვანე გარემოში ცხოვრება სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის, ჯანმრთელობის სარგებელი, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და გარემოზე ზრუნვა. ურბანიზმის გადატვირთულ რიტმში მაცხოვრებელი ადამიანები ახლა უფრო კარგად აცნობიერებენ ქალაქებში მწვანე სივრცის საჭიროებას, აცნობიერებენ ბუნებისა და სიმწვანის როლს ზოგადად ცხოვრების ხარისხის ამაღლების კუთხით. ამას ემატება ისიც, რომ არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პარკებსა და მწვანე ზონებთან სიახლოვეს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სტრესის დონე, გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი და წაახალისოს ფიზიკური აქტივობა, რაც საბოლოოდ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სიმშვიდეში გამოიხატება.
მწვანე ცხოვრების სარგებელი ჯანმრთელობისთვის
- გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი: ხეებისა და მცენარეები მოქმედებს როგორც ჰაერის ბუნებრივი ფილტრი, რაც გარემოდან აშორებს დამაბინძურებლებს და უზრუნველყოფს უფრო სუფთა ჰაერს, რაც გადამწყვეტია თბილისის მსგავს ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მიზეზების გამო მნიშვნელოვანი პრობლემაა.
- ფსიქიკური კეთილდღეობა: ბუნებასთან კონტაქტი მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვისა და დეპრესიის დონეს, რაც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მწვანე სივრცეები ქმნის მშვიდ გარემოს დასვენებისა და გონებრივი გაჯანსაღებისთვის.
- ფიზიკური ჯანმრთელობა: პარკებსა და რეკრეაციულ ადგილებზე წვდომა ხელს უწყობს აქტიურ ცხოვრების წესს. იქნება ეს სირბილი, ველოსიპედით სიარული თუ უბრალოდ სეირნობა, მწვანე სივრცეები არის ფიზიკურ ვარჯიშის პირველი წამხალისებელი ფაქტორი, რაც თავისთავად სასარგებლოა ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.
- გარემოს მდგრადობა: გამწვანებულ გარემოში ცხოვრება, ასევე მიზნად ისახავს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას. მწვანე სივრცეები ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას, კლიმატის რეგულირებას და ამცირებს ურბანული სითბური კუნძულების ეფექტებს. საცხოვრებლის არჩევით, რომელიც აერთიანებს ბუნებასა და ქალაქურ კომფორტს, მაცხოვრებლებს თავიანთი წვლილი შეაქვთ მდგრად ურბანულ განვითარებაში.
რატომ Isani Park Residence?
ისანი პარკ რეზიდენსი გამოირჩევა, როგორც საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსს და მწვანე გარემოს თბილისის დატოვების გარეშე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კომპლექსის უპირატესობებია:
სტრატეგიული მდებარეობა
ისანი პარკ რეზიდენსი, რომელიც ისნის გამორჩეულ მონაკვეთში მდებარეობს წარმოადგენს ახალ უბანს და გთავაზობთ იდეალურ ბალანსს ურბანულ კომფორტსა და ბუნების სიახლოვით მოგვრილ სიმშვიდეს შორის. კომპლექსი მდებარეობს ქალაქის საკვანძო ღირშესანიშნაობებთან, სავაჭრო ცენტრებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ჯანდაცვის ობიექტებთან ახლოს, რაც უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველა აუცილებელ სერვისზე.
დიზაინი და არქიტექტურა
Isani Park Residence აღჭურვილია თანამედროვე არქიტექტურული დიზაინით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მის გამწვანებულ გარემოს. კომპლექსი მოიცავს 6 ბლოკს - A, B, C, D, E, F და თითოეული შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჯანსაღი და სასიამოვნო საცხოვრებელი გარემო. მდგრადი მასალებისა და ენერგოეფექტური სისტემების გამოყენება კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისადმი ერთგულებას.
ტერიტორიის გამწვანება
Isani Park Residence-ის გულში და ასევე, ირგვლივ მოწყობილია გასაოცარი მწვანე სივრცეები. კომპლექსი გარშემორტყმულია ასობიტ სხვადასხვა ჯიშის ხით, სასეირნო ბილიკებით და რეკრეაციული ზონებით, რაც მოსახლეობას ქალაქის აურზაურისა და ქაოსისაგან მშვიდ მოსვენებას სთავაზობს. კომპლექსის გამწვანებული ტერიტორიის მოვლა-პატრონობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რაც უნიკალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
კეთილმოწყობა და უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა
Isani Park Residence-ის ინფრასტრუქტურა შექმნილია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რა მიზნითაც, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წვდომა ექნება შემდეგ ზონებზე:
- სპორტული არენა: უსაფრთხო და სახალისო ადგილი ბავშვებისთვის სათამაშოდ და ფიზიკური დატვირთვისათვის, რომელიც ასევე თანაბარი წარმატებით პასუხობს უფროსი თაობის მოთხოვნილებებსაც.
- საცურაო აუზი: გარე აუზი, რომელიც გარშემორტყმულია გამწვანებით, იდეალურია დასვენებისა და ვარჯიშისთვის. ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად, ხოლო სხვა ნებისმიერ დროს, სოციალიზაციისა და აუზის ირგვლივ შეკრებისათვის.
- რეკრეაციული ზონა: 16,422 კვადრატულ მეტრზე გაშენებული რეკრეაციული ზონა, შესაძლოა, უბნის ფილტვებადაც მივიჩნიოთ, სადაც სეირნობა მაცხოვრებლებს ბუნებასთან კავშირის შეგრძნებას გაუძლიერებს და რაც მთავარია, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იზრუნებს.
- სასეირნო ბილიკები: პროექტის მიხედვით, ეზოში მოწყობილი სასეირნო ბილიკები მაქსიმალურად ითვალისწიმებს უსაფრთხოებისა და კომფორტის სტანდარტებს. მათი მეშვეობით შესაძლებელია, როგორც მოსვენება, ასევე აქტიური ვარჯიშის რუტინის დანერგვა, ან უბრალოდ კომპლექსის სილამაზით ტკბობა.
უსაფრთხოება
Isani Park Residence პრიორიტეტს თავისი მაცხოვრებლების უსაფრთხოებასა და მათთვის პირადი სივრცის შექმნას ანიჭებს. კომპლექსი აღჭურვილი იქნება მოწინავე, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის, 24/7-ზე მომუშავე კამერებითა და კონტროლირებადი წვდომის წერტილებით. ამის პარალელურად კი, საცხოვრებელი ბლოკების განლაგება და დიზაინი უზრუნველყოფს პირადი სივრცის დაურღვევლობასა და ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჰარმონიის გაძლიერებას.
საინვესტიციო პოტენციალი
Isani Park Residence-ში ფულის ჩადება არ არის მხოლოდ პრემიუმ საცხოვრებელი ფართის შეძენა, არამედ ეს ასევე ჭკვიანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. იმის გათვალისწინებით, რომ მწვანე საცხოვრებელ გარემოზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ისანი პარკ რეზიდენსის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური ღირებულებაც უფრო და უფრო მაღლა იწევს. კომპლექსის სტრატეგიული მდებარეობა და მაღალი ხარისხის მშენებლობა კი სამომავლოდ საუკეთესო შედეგის მოტანის გარანტია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები