ანა კორძაია - სამადაშვილის რჩევები საქართველოს ბანკის იდეათეკის ახალი კამპანიის “ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში
ფოტო: საქართველოს ბანკი
კითხვის მოყვარულები ზაფხულის დადგომას განსაკუთრებით ელოდებიან — ეს არის წელიწადის დრო, როდესაც შესაძლებლობა აქვთ, გადმოიღონ დიდი ხნის განმავლობაში შემონახული წიგნები, რომელთა წაკითხვასაც დიდხანს ელოდნენ.
ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი მოსწავლეებში, კითხვის პოპულარიზაციისთვის და კითხვის მოყვარულთათვის ლიტერატურულ თავგადასავლებში სრულიად ახალი გამოცდილებისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია — “ჩაინიშნე საკითხავი — გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” — დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც, კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ.
ახალი თავგადასავლების აღმოსაჩენად, “მეგზურებმა“ 10 წიგნი შეარჩიეს და მათში კომენტარები დატოვეს.
რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ წიგნში მკითხველს შესაძლებლობა ექნება, წიგნი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხონ — გაეცნონ იმ ადგილებს, რომლებმაც ისინი დააფიქრა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა.
7 ხელოვანს შორისაა ანა კორძაია-სამადაშვილიც, რომელმაც კამპანიის ფარგლებში კატია პეტროვსკაიას “ალბათ ესთერი“ შეარჩია.
“არა მგონია, ვინმე ადამიანი იყოს ტოტალურად კმაყოფილი იმ მოცემულობით, რომელსაც სამყარო სთავაზობს. ყოველი წიგნი — ანუ ორ გარეკანს შორის მოთავსებული რაღაც, თავისთავად სამყაროა. შესაბამისად, რაც მეტს წავიკითხავთ, მით მეტ ქვეყანაში მოვხვდებით; მით მეტ მეგობარს შევიძენთ და სულ უფრო მეტის წაკითხვა მოგვინდება. რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ძალიან მაგარი თავშესაფარი“, — ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი.
კითხვაზე, თუ რა წიგნს ურჩევდა კითხვის მოყვარულებს, ამბობს, რომ ამ საქმის შესრულება საუკეთესოდ მეგობარს შეუძლია.
“ამისთვის არსებობს ძალიან მაგარი ცნება — მეგობარი, რომელიც კარგად გიცნობს და რომელმაც კარად იცის, თუ რა ხდება ახლა შენს თავს. ამიტომ, ჰკითხე მეგობარს, რა წაიკითხოთ. მე შემიძლია მოგცეთ პირობა, რომ ზუსტად იმ წიგნს გირჩევთ, რომელიც საჭირო იქნება დროის მოცემულ მომენტში“.
მათ, ვისაც კითხვის დაწყება სურთ და ჯერ კიდევ შესაბამისი წიგნი ვერ უპოვია, ურჩევს, რომ არ შეუშინდნენ მცდელობებს.
“აქ არჩევანი თქვენზეა. მთავარია, რომ გიხაროდეთ კითხვა და თუ არ გიხარიათ, თუ რამე არ მოგეწონებათ, დაამთავრეთ 30-ე გვერდზე მასთან ურთიერთობა და სცადეთ რაღაც ახალი“, — ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს. ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოსწავლეებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით — კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები