მთავრობის რეპრესიული პოლიტიკა და პრორუსული კურსი — რას წერს NYT ლევან აკინის ახალ ფილმსა და ანტი-ლგბტქ კანონპროექტზე
ფოტო: Haydar Tastan
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული გაზეთი The New York Times წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის, ახალ ფილმს ეხმაურება და საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ვრცლად წერს.
"რატომ არ უჩვენებს ქართული კინოს ვარსკვლავი თავის ახალ ფილმს საქართველოში" — ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოცემამ სტატია, რომელშიც ასევე მოყოლილია, როგორ ჩაშალეს პრორუსულმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა გასული წლის ივლისში პრაიდფესტივალი და როგორ დააინიციირა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ანტი-ლგბტქ კანონპროექტი. NYT ასევე იხსენებს, რომ აკინის წინა ნამუშევარს, და ჩვენ ვიცეკვეთ, საქართველოში ძალადობრივი გამოსვლები მოჰყვა.
"აკინის ბოლო ფილმი, გზაჯვარედინზე, ასევე ლგბტქ თემას შეეხება, თუმცა, რეჟისორი იმედოვნებდა, რომ მას საქართველოში უფრო მშვიდად მიიღებდნენ", — ვკითხულობთ სტატიაში, — "ფილმის მთავარი გმირი ქალია, რომელიც საქართველოდან თურქეთში თავისი ტრანსგენდერი ძმისშვილის მოსაძებნად მიემგზავრება, ეს სიუჟეტი კი, აკინის თქმით, ნაკლებსავარაუდო იყო, ქართულ კულტურაზე თავდასხმად მოენათლათ".
თუმცა, გაზაფხულზე რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირების და მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, აკინმა ფილმის საქართველოში ჩვენება გადაიფიქრა.
"[ქვეყანაში] ახლა დიდი პოლიტიკური მღელვარებაა", — ეუბნება აკინი NYT-ს, — "ჩვენ არ გვსურს, ფილმი ამ დისკუსიის ნაწილი გახდეს. ამის გამეორება არ მინდა".
თუმცა, რეჟისორის ნამუშევარი დისკუსიის ნაწილი მაინც გახდა, როცა ჯერ კიდევ თებერვალში სამთავრობო მედიებმა ბერლინის კინოფესტივალზე გზაჯვარედინის მიღებული პრემიის ამბავი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუკავშირეს, მმართველი გუნდი კი, რომელმაც მალევე დაიწყო ჰომოფობიური კანონპროექტის მომზადება, გამოგონილ "ლგბტ პროპაგანდაზე" ალაპარაკდა.
"ლგბტ პროპაგანდა" არ არსებობს. ეს გამოგონილი, ცრუ ცნება თავადაა ნაწილი თავსმოხვეული პროპაგანდისტული ნარატივისა, რომელიც ლგბტქ ადამიანების მიმართ ირაციონალური შიშისა და ზიზღის დათესვას ისახავს მიზნად. ამ სტრატეგიას წარმატებით იყენებენ ოკუპანტ რუსეთში ცენზურის დასაწესებლად, ადამიანის უფლებების შესალახად და დასავლური სახელმწიფოების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად.
The New York Times-ის სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ 450-ზე მეტი ქართველი კინოხელოვანი ბოიკოტს უცხადებს ეროვნულ კინოცენტრს. ისინი მიიჩნევენ, რომ დაწესებულებაში მიმდინარე "რეორგანიზაცია" კინოწარმოებაზე ხელისუფლების კონტროლის მოპოვების მცდელობაა.
"[ქართულ ოცნებას] 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო ლმობიერი დამოკიდებულება ჰქონდა და ქვეყნის ევროკავშირში შეყვანისკენ ისწრაფოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს რეპრესიულმა პოლიტიკამ და პრორუსულმა კურსმა ჩაანაცვლა", — აღნიშნულია გაზეთის მასალაში.
ამის ყურება ძალიან სევდიანიაო, ეუბნება ლევან აკინი NYT-ს და ამატებს, რომ ის მაინც ოპტიმისტურად განწყობილი რჩება.
ფოტო: Tri Art Film
თუმცა, ლევანიც აღნიშნავს, რომ მისთვის ფილმის დაფინანსების მოძიება უფრო ადვილია, რადგან შვედეთში ცხოვრობს. ასე არ გაუმართლათ ქართველ კინოხელოვანებს, მაგალითად, სცენარისტსა და მსახიობს, თაკი მუმლაძეს, რომელმაც მეგობრებთან ერთად, ფაქტობრივად, ბიუჯეტის გარეშე დაიწყო მუშაობა 2022 წელს გამოსულ ლგბტქ თემატიკის ფილმზე ჩემი ოთახი. ამ ფილმისთვის, თაკიმ და მასთან ერთად მონაწილე მარიამ ხუნდაძემ ჩეხეთში, კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორად გაყოფილი ჯილდო მიიღეს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
მუმლაძე The New York Times-თან ინტერვიუშიც აღნიშნავს, რომ ინიციირებული ანტი-ლგბტქ კანონი "მისთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე საუბარს" შეუზღუდავს.
"ვიბრძოლებ, რადგან ასე ცხოვრება შეუძლებელია", — ამბობს მუმლაძე, რომელიც თეატრის რეჟისორიცაა, — "ჩვენს აქამდე მოსაყვანად უამრავმა ადამიანმა იშრომა და რატომ სურს ჩვენს მთავრობას, რომ საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს?".
მუმლაძემ რამდენიმე კვირის წინ დადგა სპექტაკლი ნინო: ჩემი აფროდიტე, რომლის დასასრულსაც მაყურებელს მიმართა:
"თუ ახალ [ჰომოფობიურ] კანონს მიიღებენ, სექტემბრიდან ეს სპექტაკლი აღარ იქნება. უბრალოდ, მინდა, იმაზე ვიფიქროთ, რას ვაშავებთ იმით, რომ კესოს და ნინოსნაირი ადამიანების ხმა ჟღერდეს სცენიდან...".
რას გულისხმობს ანტი-ლგბტქ კანონპროექტი
ქართული ოცნების ლიდერები სამების ტაძარში — 17 მაისი, 2024 წელი
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
ანტი-ლგბტქ კანონპროექტი, რომლის საჭიროებაც ხელისუფლებამ, რუსული ნარატივის კვალდაკვალ, "ტრადიციული ოჯახური ღირებულებების" დაცვის მოტივით ახსნა, პარლამენტში 4 ივნისს დარეგისტრირდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი შედგება 19 კანონისგან, საიდანაც ერთი არის ძირითადი, 18 კი — გამომდინარე კანონი.
- კანონპროექტის მიხედვით, ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაუშვებელია, ასევე, მათ არ ექნებათ ბავშვის აყვანის უფლება — რაც მოქმედი კანონმდებლობითაც ასეა;
- საქართველოში აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციები;
- პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლა შეუძლებელი იქნება;
- ასევე, კანონის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში "ლგბტ პროპაგანდის" წარმოება დაუშვებელი იქნება.
კანონი აგრეთვე შეზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას მაუწყებლების ეთერშიც, კონკრეტულად, ისეთი ინფორმაციის, რომელიც მიმართულია ადამიანის "საკუთარი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების", ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის "პოპულარიზაციისკენ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები