Porsche Taycan 2024 — უფრო მძლავრი და ახლა უფრო ხელმისაწვდომი — პორშე ცენტრი თბილისის ახალი სალიზინგო პირობები
ფოტო: თეგეტა
პორშე ცენტრი თბილისმა თეგეტა ლიზინგის მხარდაჭერით ავტომობილის შეძენა უფრო გაამარტივა, პირობები მომხმარებლის ინტერესებს მოარგო და უპროცენტო შიდა სალიზინგო მომსახურება შესთავაზა.
ხელსაყრელი შეთავაზება ამჯერად Porsche Taycan-ის უახლეს, 2024 წლის განახლებულ მოდელზე ვრცელდება. პორშე ცენტრი თბილისი პირველია ავტოსადილერო მიმართულებით, რომელმაც გერმანული პრემიუმ ბრენდის მოყვარულებს შიდა უპროცენტო ლიზინგით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.
მადონა ბაკურაძე, პორშე ცენტრი თბილისის კომერციული დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებელს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის შესაძენად საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. შიდა უპროცენტო ლიზინგით პორშეს მოყვარულები მიმდინარე წლის დასაწყისიდან სარგებლობენ. თეგეტა ლიზინგის ხელშეწყობით შეთავაზების პირობები უკვე გამოცდილია. ამჯერად Porsche Taycan-ის შეძენის მსურველებს გავახარებთ. არჩევანი ამ მოდელზე ორი მიზეზით გავაკეთეთ: 2024 წლის განახლებული ვერსიის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და ამასთანავე, ვაგრძელებთ ჩვენი კომპანიის მწვანე პოლიტიკას და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ელექტრომობილების პოპულარიზაციას. ელექტრიფიცირებული ავტომობილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებასთან ერთად, ვფიქრობთ, ეს შეთავაზებაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება."
ფოტო: თეგეტა
Porsche Taycan 2024 განახლებული ელექტრომობილის შესაძენად პირობები ასეთია:
· 0%-იანი შიდა ლიზინგი 10%-იანი თანამონაწილეობით და ორწლიანი პერიოდით.
· 5.5%-იანი შიდა ლიზინგი 10%-იანი თანამონაწილეობით და სამწლიანი სალიზინგო პერიოდი.
პროცესების გასამარტივებლად და მეტი კომფორტისათვის თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა ლიზინგი გასული წლის ბოლოს შეიქმნა. მარტივი და მოქნილი პირობებით ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა აქვს. თეგეტა ლიზინგის შექმნის მიზანიც მომხმარებლებისთვის ამ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.
ფოტო: თეგეტა
დავით ჭეიშვილი, თეგეტა ლიზინგის დირექტორი: "მეტი ხელმისაწვდომობა, მარტივი და სწრაფი სერვისი — ეს იყო თეგეტა ლიზინგის შექმნის მიზანი. კომპანია უკვე ნახევარ წელზე მეტია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულმა დადებითმა უკუკავშირმა მისი ეფექტიანობა ნათლად დაადასტურა. იმის გათვალისწინებით, რომ პორშე ცენტრი თბილისი და თეგეტა ლიზინგი ერთი ჰოლდინგის ნაწილია, პროცესები მომხმარებლისათვის კიდევ უფრო გამარტივებულია. ავტომობილის შეძენა და სალიზინგო პირობებით სარგებლობა ერთ კომპანიაშია შესაძლებელი, რაც ოპერატიულობას განსაზღვრავს და მეტად კომფორტულია როგორც ფიზიკური პირების, ისე კომპანიებისთვის. ვფიქრობთ, ეს დამატებითი მოტივაციაა ჩვენი მომხმარებლისათვის და წინ გადადგმული ნაბიჯი კომპანიისა და, ზოგადად, სექტორის განვითარებისათვის."
თეგეტა ლიზინგთან ერთად დაგეგმილი „პორშე ცენტრი თბილისის“ შეთავაზება უკვე ძალაშია. ცნობილი Porsche Taycan-ის ახალი ვერსია კი, მეტი შესაძლებლობებითა და სიმძლავრით, — პორშეს შოურუმში ელოდება მყიდველებს.
ფოტო: თეგეტა
2024 წლის ელექტრიფიცირებულ მოდელს რამდენიმე უპირატესობა აქვს: სწრაფად იტენება და, წინამორბედებთან შედარებით, ერთი დამუხტვით ბევრად მეტ მანძილს ფარავს. გარდა ამისა, Style Porsche-მ დახვეწა დიზაინი, ხოლო Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. Taycan-ის ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა, გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით, კიდევ ბევრი მიმართულებით გამოირჩევა.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები