ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში — მეტროპოლ ბაგების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ფოტო: მეტროპოლი
ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი მალე მობინადრეებით შეივსება. მეტროპოლ ბაგების მშენებლობის დასრულებამდე ბოლო დეტალები რჩება. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ.
14-სართულიანი შენობა ვაკეში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა. პროექტირების ეტაპზევე გათვალისწინებული განლაგება, მზის ბუნებრივ სინათლეზე აქცენტით, მობინადრეებისთვის კიდევ ერთი უპირატესობაა. პირველ რიგში, იქმნება ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემო და ამასთანავე, მნიშვნელოვნად მცირდება ელექტროენერგიის დანახარჯები.
კომპლექსი დასკვნით ფაზაშია და ბინების ჩაბარებამდე რამდენიმე თვე რჩება.
ტატო მაჩაბელი, მეტროპოლის საოპერაციო დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ სულ მალე ჩვენი მესაკუთრეები თავიანთ ბინებს ჩაიბარებენ. საბოლოო დასრულებამდე რამდენიმე კომპონენტი რჩება. ამ დროისათვის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის გარკვეული ნაწილი ვიტრაჟულია, რასაც შუშის ღია აივნები ემატება.
ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მალე დამთავრდება შიდა კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟიც. ასე რომ, მობინადრეები ძალიან მალე შესახლდებიან კუთვნილ ბინებში, რომლებიც ერთად ჩავიფიქრეთ და შემდეგ რეალობად ვაქციეთ. ბინებს, დაპირებისამებრ, 2025 წლის დასაწყისში ჩავაბარებთ თეთრი კარკასის მდგომარეობით. გვეამაყება, რომ, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, „მეტროპოლ ბაგებიც“ გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული მდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურით, მშენებლობის მაღალი ხარისხით და კომფორტული ბინებით. იმედი გვაქვს, ამას მალე ჩვენი მობინადრეებიც დაადასტურებენ."
14-სართულიან შენობაში, სულ, 96 ბინაა განთავსებული. ფართი 54.2 მ2-ით იწყება, მაქსიმუმი 107.5 მ-ია, ჭერის სიმაღლე კი - 3 მ. საცხოვრებელი კორპუსის პირველი და მეორე სართული კომერციულ და საოფისე ინფრასტრუქტურას ეთმობა. მიწისქვეშ მოწყობილია თანამედროვე ავტოსადგომი. „მეტროპოლ ბაგების“ მცხოვრებლები თანამედროვე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეული KONE-ს ბრენდის ლიფტით ისარგებლებენ. შენობა სრულად აღიჭურვება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის ჰოლი, დერეფნები, კიბე და კიბის უჯრედები.
მეტროპოლ ბაგები სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.
ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალების გამოყენებით, საცხოვრებელი კორპუსი საიმედო, მონოლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით აშენდა. ისევე როგორც მეტროპოლის სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. სწორედ ახლა მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის ქვაბამბით დათბუნება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა, რომელიც მაქსიმალურად იცავს გარე კლიმატისაგან, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
უკვე დაწყებულია და ამ დროისათვის აქტიურად სრულდება შიდა სამუშაოებიც. შეირჩა პემზა ბლოკი, რომელიც ბინაში მეტ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. პარალელურად, შიდა კედლები პერლიტის შემცველი მასალით ილესება, რომელიც, თავის მხრივ, თბოგამტარიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მაქსიმალურად ახშობს ხმაურს.
საცხოვრებელ ფართებს მობინადრეები თეთრი კარკასის მდგომარეობით იბარებენ. ეს გულისხმობს შემდეგს: მოჭიმულ იატაკს, გალესილ კედლებს, შიდა ტიხრებს, ყინვაგამძლე კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ აივანს, ლითონის შესასვლელ კარს, ალუმინის ფანჯრებისა და აივნის კარების მონტაჟს, შიდა კომუნიკაციებს (ელექტროენერგია, გაზი და წყალმომარაგება).
ფოტო: მეტროპოლ მენეჯმენტი
რაც შეეხება გარე ტერიტორიას, ფუნქციურად დაიტვირთა ეზო. კეთილმოწყობილ, გამწვანებულ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბავშვო სათამაშო მოედანსა და მოსასვენებელ სკვერებს. ეზოს შესასვლელი კი ბარიერით არის აღჭურვილი. ამასთანავე, მთელი პერიმეტრი 24 საათის განმავლობაში კამერებით გაკონტროლდება. მრავალფუნქციური კომპლექსის სიახლოვეს მდებარე კომერციული თუ სოციალიზაციის სივრცეები კი ცხოვრებისათვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „მეტროპოლ ბაგები“ კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მქონე უბანში მდებარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ერთი წუთის სავალზეა. იქიდან კი დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსით მხოლოდ 25 წუთია საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ შენობა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდთან ახლოს მდებარეობს.
ერთ-ერთ ყველაზე სანდო დეველოპერს, მეტროპოლს თბილისში ამ დროისათვის, მეტროპოლ ბაგების გარდა, კიდევ ერთი პროექტი აქვს. დედაქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით, კომპანია მასშტაბურ კომპლექსს ქავთარაძის ქუჩაზე აშენებს. ორი 25-სართულიანი კორპუსი ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით იქნება გარშემორტყმული, სადაც კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა დეტალია გათვალისწინებული.
მეტროპოლის ფოკუსშია ბათუმიც, სადაც დეველოპერი რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება, 2027 წელს დასრულდება. ამავე წელს ჩაბარდება საცხოვრებელი კომპლექსი „პარალელი“, რომელიც ასევე ზღვისპირა ქალაქს შეემატება.
უახლოეს გეგმებშია კიდევ 2 პროექტის დაწყება. ორთაჭალაში მეტროპოლი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცის აშენებას იწყებს. კომპანია გეგმავს სააგარაკე პროექტის მშენებლობას შინდისში, სადაც დუბაის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეები შეიქმნება. შინდისის პროექტის მთავარი კონცეფცია მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე და კომფორტული კომპლექსის სტანდარტებზე იქნება მორგებული.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგებისა და მეტროპოლ ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე იწყება ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები