საქართველოს ბანკის იდეათეკის პატარა მკითხველები კამპანიის "ჩაინიშნე საკითხავი" ფარგლებში გამოცემულ წიგნებზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ
ფოტო: საქართველოს ბანკი
ფერადი, სახალისო და დამაფიქრებელი — ასე ახასიათებენ სკოლის მოსწავლეები საქართველოს ბანკის იდეათეკების კამპანიის ფარგლებში შექმნილ უნიკალურ წიგნებს, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაუროს.
"ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში" — საქართველოს ბანკის ახალი კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციას, კითხვის მოყვარულთათვის კი განსხვავებული გამოცდილების შექმნას.
"იდეათეკაში ბევრი ფერადი წიგნია. მაგრამ, როდესაც ეს უნიკალური სანიშნების მქონე წიგნი გადავშალე, ყველაზე მეტად მათი მხიარული ფერები მომეწონა - თითქოს კითხვის პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახადა. უფრო ჩქარაც ვკითხულობდი, რომ რაც შეიძლება მალე მივსულიყავი შემდეგ სანიშნამდე, რათა გამეგო კიდევ რა აღმოჩენის გაკეთებაში დამეხმარებოდა ჩემი მეგზური არჩეულ ლიტერატურულ თავგადასავალში", — ამბობს ნინო, სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.
საქართველოს ბანკის იდეათეკების კამპანიის ფარგლებში, მკითხველს შესაძლებლობა აქვს, თითოეულ წიგნში აღმოაჩინოს მისი საყვარელი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლის კომენტარები, ადგილები, რომლებმაც ისინი დააფიქრა, რაღაც ახალი აღმოაჩენინა და არსებული იდეები ახლიდან გადაააზრებინა.
"ამ წიგნების კითხვის დროს ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს მას ხელოვნების სფეროს საყვარელ წარმომადგენელთან ერთად კითხულობ. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. რადგან, ერთი მხრივ, შესაძლებლობას გაძლევს, გაეცნო მათ იდეებს, მეორე მხრივ კი ხელს გიწყობს, ყურადღება გაამახვილო იმ მნიშვნელოვან ადგილებზე, რომლებიც კითხვის დროს შეიძლება უბრალოდ გამოგრჩეს", — განმარტავს გიორგი, სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები საქართველოს 10 რეგიონის 23 იდეათეკაში უკვე ხელმისაწვდომია. საქართველოს ბანკის იდეათეკები მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობებს. ამისათვის, საქართველოს ბანკის იდეათეკები აღჭურვილია 2000-მდე წიგნისგან შემდგარი მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით — კომპიუტერებითა და პროექტორით, STEM კუთხით. შესაბამისად, ეს არის სივრცე, რომელიც 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.
"იდეათეკაში თითქმის ყოველდღე დავდივარ ახალ-ახალი წიგნების აღმოსაჩენად და ბევრი ახალი ავტორიც მიპოვია, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამხდარა. თუმცა, ეს უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები მაინც განსაკუთრებულია, რადგან შესაძლებლობას გაძლევს, სხვა კუთხით შეხედო ამა თუ იმ მონაკვეთს, გაიზიარო გამოცდილი მკითხველის მოსაზრებები, რაც კიდევ უფრო სხვანაირად დაგაფიქრებს წიგნზე და მოგცემს შესაძლებლობას, შენს მსჯელობაში ახალი მოსაზრებები გააჩინო, რაც ფიქრის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის", — გვიყვება ანა, სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.
ამ განსაკუთრებული წიგნების შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge-ის ვებგვერდსა და სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ლოკაციაზე).
კამპანიის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები