"წიგნი არის… სივრცე, სადაც ხარ მარტო, მაგრამ არა მარტოსული" — კოკო როინიშვილი ჩაინიშნე საკითხავის კამპანიაზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ყოველი ახალი წიგნი ახალ სამყაროს გვაცნობს, რომელშიც ვცდილობთ გზა გავიკვლიოთ, ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ და საინტერესო იდეები აღმოვაჩინოთ, რომელიც დაგვეხმარება პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, ეს მოგზაურობა სრულიად განსხვავებული ხდება, როდესაც მასში მეგზურობას გამოცდილი მკითხველები და კითხვის მოყვარულები გვიწევენ.
ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკის კამპანიას ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები გამოიცა, რომელთა მეშვეობით, საქართველოს ბანკმა კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა მისცა, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ.
მეგზურებმა 10 წიგნი შეარჩიეს და მათში საკუთარი კომენტარები დატოვეს, საყვარელი ადგილები მონიშნეს და შთაბეჭდილებები გააზიარეს. მათ შორის ერთ-ერთი კოკო როინიშვილია, მან კამპანიის ფარგლებში ჰარპერ ლის წიგნი ნუ მოკლავ ჯაფარას შეარჩია.
"ეს არის ჰარპერ ლის მართლაც რომ გენიალური ნაწარმოები "ნუ მოკლავ ჯაფარას"... რომელიც საკუთარ თავში ბევრ თემას აერთიანებს, ბევრ საინტერესო ხაზს... და ჩემთვის, პირველ რიგში, ალბათ ეს არის მორალის და ეთიკის ბრძოლა უსამართლობასთან", — ამბობს კოკო როინიშვილი.
კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები საქართველოს ბანკის იდეათეკებში განთავსდა. რაც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს 10 რეგიონში არსებული 23 იდეათეკის 14 000-ზე მეტ ვიზიტორს, ლიტერატურულ სამყაროში ხელოვნების სფეროს მათთვის საყვარელ წარმომადგენელთან ერთად იმოგზაუროს.
"პირველად ეს წიგნი რომ წავიკითხე, ალბათ, 12-14 წლის ვიყავი... ისე ჩამითრია, როგორც კარგი დეტექტიური საკითხავი ჩაითრევს ხოლმე ადამიანს. როდესაც მეორეჯერ წავიკითხე, უკვე დიდი ვიყავი და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს ხელში. ეს იყო პერიოდი, რასაც ალბათ ყველა ადამიანი თავის ცხოვრებაში გადის - აი, ცოტა მძიმედ რომ ხარ, ცოტა უგუნებოდ, ცოტა მელანქოლიურად... თუმცა, როცა მესამეჯერ წავიკითხავ, ალბათ ბევრ ისეთ რაღაცას თავიდან აღმოვაჩენ, რაც ვიცი, მაგრამ ჰარპერ ლი დამეხმარება, რომ ამ ყველაფერს სახელი დავარქვა", — აღნიშნავს კოკო როინიშვილი.
კითხვის მნიშვნელობაზე საუბრისას კოკო როინიშვილი ამბობს, რომ ეს არის ფანტაზიის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ადამიანს გამოადგება.
„კითხვა ავითარებს ფანტაზიას. ფანტაზიას, რომელიც აქვს ყველას. ეს ისეთი რამ არის, რაც მართლა ყველას აქვს, უბრალოდ, ზოგს არ აქვს ჯერ საკუთარ თავში აღმოჩენილი.
საბოლოოდ კი ამბობს, რომ წიგნი ერთგული მეგობარია. სივრცე — ახალი აღმოჩენებისთვის.
"წიგნი არის შენი ერთგული მეგობარი, განმარტოების საშუალება და სივრცე, სადაც ხარ მარტო, მაგრამ არა მარტოსული."
საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნების შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge-ის ვებგვერდსა და სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ლოკაციაზე).
კამპანიის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები