ტოიოტა ცენტრი ბათუმი იაპონური კულტურის ფესტივალზე Land Cruiser Prado-ს უახლესი მოდელით წარდგა
ფოტო: თეგეტა
იაპონური ხარისხის ერთგული და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული — ეს ტოიოტას უახლესი და ყველაზე მოთხოვნადი მოდელი Land Cruiser Prado-ა, რომლითაც ტოიოტა ცენტრი ბათუმი იაპონური კულტურის ფესტივალზე წარდგა. ღონისძიება წელს ბათუმში მესამედ გაიმართა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებასა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.
წელს ფესტივალის მხარდამჭერი ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრი დასავლეთ საქართველოში ტოიოტა ცენტრი ბათუმი იყო — ბრენდი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს იაპონურ ხარისხს, ტრადიციებსა და კულტურას.
ფოტო: თეგეტა
გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის დირექტორი: "მოხარული ვართ, რომ იაპონური კულტურის ფესტივალზე წარმოდგენილი ვიყავით ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი მოდელით, Land Cruiser Prado-თი, რომელიც, თავისი კონცეფციის გათვალისწინებით, პირდაპირ უკავშირდება ფესტივალს. მისი კონცეფცია ემყარება „უკან საწყისებისკენ“ შინაარსს, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს ძველი ტრადიციებისა და ხარისხის ერთგულებას, რაზედაც ზოგადად დგას ეს ბრენდი და, მეორე მხრივ, არის ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული და თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული.
ფესტივალის მიზანი იყო იაპონიის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ჩვენება, იაპონია-საქართველოს კულტურათაშორისი კავშირებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება. ფესტივალი სხვადასხვა საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული, რომელიც ხაზს უსვამდა იაპონიის კულტურის მრავალფეროვნებას. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხელს უწყობს იაპონიის კულტურისადმი პატივისცემას და საზოგადოებაში ამ ქვეყნისადმი ინტერესის გაღვივებას. ჩვენ, როგორც იაპონური ხარისხის ერთგულმა ბრენდმა, გადავწყვიტეთ, სიამოვნებით ჩავრთულიყავით ამ ღონისძიებაში."
ღონისძიების ფარგლებში Prado გაფორმებული იყო იაპონური კულტურისათვის დამახასიათებელი დეტალებით - იაპონური თაღითა და პრადოს პირველი გამოშვების საკულტო ფერებით შექმნილი მთის იმიტაციით. შინაარსობრივად მთა Land Cruiser Prado-სთანაც არის კავშირში, რადგან ეს არის ყველგანმავალი ავტომობილი, რომელსაც სიმაღლეების დაპყრობა შეუძლია.
იაპონური კულტურის წლევანდელ ფესტივალს კიდევ უფრო დიდი მასშტაბი ჰქონდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის იაპონიის ელჩი, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მდიდარი იაპონური კულტურული მემკვიდრეობა. შესრულდა იაპონიისა და საქართველოს ჰიმნები, ქართული და იაპონური ცეკვები. გაიმართა სხვადასხვა სახალისო თემატური ღონისძიება — შოდოსა და ორიგამის ხელოვნება, იაპონური თამაშების ჩვენება, იაპონიის ტრადიციული და ცნობილი ადგილების სურათების გამოფენა და სხვა.
ტოიოტა ცენტრი ბათუმი დაარსების დღიდან მხარს უჭერს მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. იაპონური კულტურის ფესტივალში მონაწილეობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ტოიოტა ცენტრი ბათუმისთვის, როგორც მოწინავე იაპონური საავტომობილო ბრენდის წარმომადგენლისთვის, ძალიან საამაყოა, ახლოს იყოს იაპონურ კულტურასთან და მხარი დაუჭიროს მსგავს ღონისძიებებს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი ბათუმი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად ტოიოტას მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები