კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის აგვისტო ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას: გვახსოვდეს სიმართლე
ფოტო: კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის
7 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის, გმირთა მოედანზე, აგვისტოს ომთან დაკავშირებული ვიდეორგოლის ჩვენებას მოაწყობს. ვიდეორგოლი, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის 16 წლისთავს ეხება, კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და მეგობარი.
კოალიციის განცხადებით, რუსული აგრესია 2008 წელს არ დასრულებულა და დღემდე გრძელდება. 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმმა სულ მცირე 7 საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა. საქართველოში არსებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონაცემების თანახმად, 2013-2024 წლებში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 2,418 პირი, თუმცა დაკავებულთა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი მელაშვილის განცხადებით, ოკუპაციის დასასრულებლად და მშვიდობიანი განვითარების ერთადერთი გზაა — ევროინტეგრაციის გაძლიერება და დასავლეთთან ალიანსის შენარჩუნება. "საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებულია, ურთიერთობები დასავლეთთან დაძაბული. ამის ფონზე კოალიცია სვამს კითხვას, რატომ მიილტვის საქართველოს მთავრობა რუსეთისკენ, ქვეყნისკენ, რომელიც აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას და გატაცებას. კოალიცია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა ოკუპაციის დასასრულებლად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის ევროინტეგრაციის გაძლიერება და დასავლური ალიანსის აღდგენა."
საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპული ყოველი გმირი, და ისიც თუ რასთან ბრძოლას შესწირეს მათ თავი. აღნიშნულს ადასტურებს ოთარ კირაკოზაშვილი, აგვისტოს ომის დრო დაღუპული კაპიტან გიორგი კირაკოზაშვილის შვილი. კირაკოზაშვილის თქმით: "მამა და მასთან ერთად დაღუპული გმირები, აგვისტოს ომში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ."
გვახსოვდეს აგვისტოს გმირები, გვახსოვდეს ვინ არიან ჩვენი მეგობრები,
გვახსოვდეს სიმართლე!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები