თიბისის კამპანია აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით
ფოტო: თიბისი
"ამ ვიდეოს უძღვნის აგვისტოს ომში და შემდეგომი ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს, საკუთარი სახლებიდან დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი; საკუთარ მიწაწყალზე დევნილად იქცა 20 000-ზე მეტი ადამიანი, საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი; ოკუპაციამ დააშორა ადამიანები, შუაზე გაყო სახლები, ეზოები, სალოცავები, მინდვრები და ვენახები. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხორებ ადამიანებს მავთულხლართებს მიღმა უწევთ ურთიერთობა. დღემდე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც თან სდევს ოკუპანტების მხრიდან ადამიანების მკვლელობები, გატაცებები და უკანონო დაპატიმრებები.
თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. ჩვენი ბრენდისთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებზეც ვაშენებთ ყველა დანარჩენს. გვჯერა, რომ ოკუპაცია და ყველა მავთულხლართი დროებითია და რომ ორივე მხარეს საქართველოა. დიდება გმირებს!
აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების შეძლებისდაგვარად გასამარტივებლად, თიბისი ორ საქველმოქმედო პროექტს დაუჭერს მხარს:
ნატვრის სახლი სოფელ ერგნეთში
ფონდი „ინდიგო“ რამდენიმე წელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, მავთულხლართიდან 250 მეტრში მუშაობს. აქ მცხოვრები ბავშვების დიდი სურვილია, აშენდეს „ნატვრის სახლი“, რომელშიც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას, განათლების მიღებას და განვითარებას შეძლებენ. ამ სახლისთვის „ინდიგოს“ უკვე აქვს არქიტექტურული პროექტი და ახლა აშენებისთვის საჭირო თანხის მობილიზებაზე მუშაობს. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ პროექტს მხარი დაუჭირა და მის განსახორციელებლად 10 000 ლარი გამოყო.
სოფელ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი
თიბისი არის მეკლდეურთა კლუბის მიერ სექტემბერში დაგეგმილი ცოცვის ფესტივალის მხარდამჭერი, რომელსაც 10 000 ლარით დაეხმარება. კლუბი დაარსდა 2015 წელს ნიქოზში და აერთიანებს 30-მდე ახალგაზრდას, რომელიც სპორტულ ცოცვაში ვარჯიშობს. ბავშვები არიან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებიდან. 2017 წლიდან კლუბი იღებს მონაწილეობს საქართველოში ჩატარებულ სხვადახვა ტურნირებში; აქვს მოგებული პრიზები, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონობაც. ფესტივალი ჩატარდება 6 სექტემბერს, სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 10 წლამდე, 12 წლამდე და 14 წლამდე. ფესტივალში მონაწილეობას საშუალოდ 70 მოყვარული სპორტსმენი მიიღებს, როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან: ნიქოზი, ბედიანი, ქუთაისი, ყაზბეგი და სხვა.
სპორტული ცოცვა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სპორტად არის დასახელებული. საქართველოშიც დღითი დღე იმატებს მოყვარული მეკლდეურების რაოდენობა. ფესტივალის ჩატარების მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტული ცოცვის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას და რეგიონის მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას. ნიქოზი უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს და სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია, ასეთ რეგიონში მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა", — აცხადებენ თიბისი ბანკში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები