კიდევ 10 რამ, რაც შეიძლება ნაციონალების ბრალი იყოს
ფოტო: On.ge
9 აგვისტოს, ნაშუადღევს, შესვენებაზე თუ ფეისბუქზე შეიჭყიტებოდი, თავზარდამცემი ინფორმაცია დაგხვდებოდა: შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი ბაობაბის რვავე ხე გამხმარა.
გახმობის მიზეზების ძიებამ კი, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალურ მოძრაობამდე მიგვიყვანა. უფრო ზუსტად, დენდროლოგიური პარკის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთ წოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე". ამ ფრონტზე კი ბაობაბის რვა ხე გმირულად დაცემულა.
რადგან ბაობაბების არაფერი გაგვეგება, მათი გახმობის მიზეზების კვლევა ჩვენს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ განყოფილებას გადავულოცეთ, ჩვენ კი დავინტერესდით, ბოლო დროს მომხდარი კიდევ რა ამბები შეიძლება უკავშირდებოდეს ნაციონალურ მოძრაობას, უფრო სწორედ, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას". აი, მაგალითად...
1. კიმ კარდაშიანს რომ ქვეყნის მართვის ამბიციები გაუჩნდა
ფოტო: Angela Weiss / Getty Images
საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება გვქონდეს, რომ საათივით აწყობილი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობა კიმ კარდაშიანს იყენებს...
2. ბენ აფლეკისა და ჯეილოს გზები რომ იყოფა
ფოტო: Getty Images
ვის არ აწყობს ვარსკვლავური წყვილის ერთად ყოფნა და მშვიდობა? რა თქმა უნდა, გლობალური ომის პარტიას!
3. გლადიატორი 2-ის ტრეილერს რომ ცუდი გამოხმაურება მოჰყვა
ფოტო: Paramount Pictures
კოლექტიური ნაცმოძრაობა საერთაშორისო ასპარეზზე ასე მარტო საქართველოს კი არა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ძველი რომის რეპუტაციის შელახვასაც შეიძლება ცდილობდეს...
4. ადელმა რომ დიდი პაუზის აღება გადაწყვიტა
ფოტო: Gareth Cattermole / Getty Images
შემთხვევით, საქართველოშიც ხომ არ აპირებდა კონცერტის გამართვას Starring Georgia-ის ფარგლებში და მერე Massive Attack-ის მსგავსად გადააფიქრებინეს ქვეყნის მტრებმა? არაფერია გამორიცხული!
5. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა რომ მამის გვარი მოიშორა
ფოტო: Getty Images
აი, ეგ სურს ამ ქვეყანაში ნაციონალურ მოძრაობას — შვილებმა მამების გვარებზე უარი თქვან!
6. შრეკი რომ ბრუნდება
ფოტო: Paramount/Courtesy Everett Collection
ასე სურს კოლექტიურ ნაცმოძრაობას ქვეყნის ჭაობში დაბრუნებაც!
7. და კიდევ ეშმაკს აცვია პრადა რომ ბრუნდება
ფოტო: 20th Century Fox
ვერა, ვერ ეღირსებით პრადაში გამოწყობილი ეშმაკების დაბრუნებას!
8. საუკუნის საუკეთესო წიგნების ასეულში რომ არცერთი ქართველი მწერლის წიგნი არ მოხვდა
ფოტო: Getty Images
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ სიის შემდგენელმა The New York Times-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის "რეპრესიულ პოლიტიკასა და პრორუსულ კურსზეც" დაწერა, ყველაფერი ცხადია...
9. ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რომ უმედლოდ დავრჩით
ფოტო: პირველი არხი
ბოლო 28 წელი თუ ყოველთვის ვიღებდით მედლებს ჭიდაობის ამ სახეობაში, რაღა ამჯერად, არჩევნების წელს დავრჩით უმედლოდ? ისევ გლობალური ომის პარტიის ხელი ხომ არ ურევია ამ ყველაფერში? უნდათ, რომ ბერძნებს და რომაელებს გადაგვამტერონ!
10. დაბოლოს, საერთოდაც, პარიზის ოლიმპიადა რომ ისე ტარდება, როგორც ტარდება!
ფოტო: Fat Tire Tours
ვის უკვირს ოლიმპიადის დრამები მას შემდეგ, რაც ვნახეთ, როგორ "სატანის მეჯლისით" გაიხსნა ღონისძიება?!
(ხუმრობა იქით იყოს და ხელისუფლების პროპაგანდისტმა ოლიმპიადის გახსნა, რუსული ნარატივის კვალდაკვალ, სწორედ ასე შეაფასა).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები