ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტი საქართველოში — ყველა მთავარი გზავნილი [მოკლედ]
9 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი იმყოფებოდნენ. ამერიკელ პოლიტიკოსებს, პირველად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრის ამსახველი ფოტო პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X—შიც გამოაქვეყნა.
პრეზიდენტის თქმით, მათ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოახლოებული არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება განიხილეს.
"მათი ვიზიტი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით, ზურაბიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა სენატორი ჯინ შაჰინიც.
"სასიამოვნოა, რომ ჩემი ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით დავიწყე. მადლობელი ვარ ევროატლანტიკური მომავლისადმი მისი მტკიცე ერთგულებისთვის — ესაა ამბიცია, რომელსაც იზიარებს ქართველი ხალხის უმრავლესობა", — დაწერა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელ X-ში.
10 აგვისტოს, სენატორი და კონგრესმენი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
ფოტო: X | Irakli Kobakhidze
კობახიძე შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა:
"კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ". — თქვა პრემიერმა.
კომენტარი შეხვედრის შემდეგ გააკეთა სენატორმა ჯინ შაჰინმაც, მისი თქმით პრემიერი აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობით დაინტერესებული არ არის.
"არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით" — თქვა სენატორმა შაჰინმა.
შეხვედრის შემდეგ განცხადება, კონგრესმენმა მაიკ ტერნერმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პრემიერის განცხადებები მისთვისაც იმედგამაცრუებელი იყო.
"არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახევს ამერიკის პოზიციას ან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს", — განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა.
11 აგვისტოს, ცნობილი გახდა ისიც, რომ ჯ.შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთანაც სურდათ, თუმცა ამაზე უარი მიიღეს.
"იმაზე დაყრდნობით, რაც ხალხისგან გვესმის, ნათელია, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია. ამდენად, სამწუხაროა, რომ ისევ არ შეგვხვდა", — თქვა სენატორმა.
ირაკლი კობახიძის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განუმარტა ამერიკელ პარტნიორებს, თუ რატომ არ შეხვდა მათ, ოღონდ თავად არ უთქვამს, ამის მიზეზი რა იყო.
"თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას", — განაცხადა პრემიერმა.
ვიზიტის ბოლოს, ამერიკელი პოლიტიკოსები საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ.
ფოტო: Facebook / US Embassy Tbilisi, Georgia
"თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები." — აშშ-ის საელჩო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები