ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

13 Aug. 2024, 13:48

ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც დაკავშირებულია „ქოლცენტრებთან“. ალბათ, კარგად გახსოვთ ჩვენი აქტიური მოქმედებები, გერმანიის პროკურატურასთან ერთად გამოვლენილი დანაშაულები და დამნაშავეები; კეზერაშვილზე მომზადებული „ბიბისის“ ფილმი. „ბიბისი“ არ გახლავთ „ტვ პირველი“, „მთავარი“ ან „ფორმულა“. ეს არის უდიდესი სანდოობის მქონე მედია პლატფორმა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და ხაზგასასმელია, გერმანელ პროკურორებთან ერთად, პარალელურად აწარმოეს ეს გამოძიება და პირდაპირ ხელი დაადეს და მისტერ “ოფშორი” უწოდეს [დავით კეზერაშვილს].

[...]

არ ვიცი ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არ ქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვს და მეორეც და უბრალოდ, სულ სხვა მიზანი აქვთ. “მიზანი” ერთია და ნათელი, საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ხელის ბიჭების და გოგოების ხროვა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს გარედან ბრძანებულს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…