"გაგრძელება აღარ შეგვეძლო" — კიტ ჰარინგტონის თქმით, GOT-ის ფინალურ სეზონში შეცდომები დაუშვეს
ფოტო: HBO
როგორ ჩანს, Game of Thrones-ის დასასრულის მონელება არა მხოლოდ ფანებს, სერიალში მონაწილე მსახიობებსაც უჭირთ ჯერ კიდევ. კიტ ჰარინგტონი, რომელიც ეპიკურ ფენტეზი სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს, ჯონ სნოუს პერსონაჟს, ასახიერებდა, ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სერიალის ბოლო, მერვე სეზონში შეცდომები დაუშვეს, მაგრამ "სხვა გამოსავალი" არ იყო. ამის მიზეზი კი, ინგლისელი მსახიობის თქმით, ისაა, რომ შემოქმედებით გუნდს პროექტის გასაგრძელებლად საჭირო ენერგია აღარ ეყო.
"მგონი, თუკი სერიალის ასეთი დასასრული რამის ბრალია, ალბათ იმის, რომ ყველანი გადაქანცულები ვიყავით, გაგრძელება აღარ შეგვეძლო", — ამბობს ჰარინგტონი, — "მესმის, რომ ზოგიერთი დასასრულს მიფუჩეჩებულად მიიჩნევს და შეიძლება მათ მეც დავეთანხმო. მაგრამ, არ მგონია, რომ სხვა გამოსავალი არსებობდა. ბოლო სეზონის გადაღებებიდან ჩემს ფოტოებს რომ ვუყურებ, გადაღლილი, ძალაგამოცლილი ვჩანვარ. კიდევ ერთ სეზონზე მუშაობას ვეღარ შევძლებდი".
ჰარინგტონი, ემილია კლარკთან, მეისი უილიამსთან და სხვა მსახიობებთან ერთად, HBO-ის ამ გახმაურებულ სერიალზე რვა სეზონის განმავლობაში, 2011 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა. ჯორჯ რ.რ. მარტინის ყინულისა და ცეცხლის სიმღერის საგის ეკრანიზაცია წინა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახლდათ, მაგრამ მისმა დასასრულმა ბევრს გაუცრუა იმედი.
"ყველას თავისი აზრი აქვს", — ამბობს ჰარინგტონი, — "ვფიქრობ, სიუჟეტის კუთხით, ბოლოსკენ შეცდომები დაუშვეს. რამდენიმე საინტერესო იდეა იყო, რომელმაც ბოლომდე ვერ გაამართლა".
სხვათა შორის, GOT-ის დასასრული სერიალში მონაწილე კიდევ ერთმა მსახიობმა, კონლეთ ჰილმაც, გააკრიტიკა. ჰილსაც იგივე არგუმენტი ჰქონდა — ბოლო სეზონი მიაფუჩეჩესო.
თავის დროზე, სერიალის დასასრულმა ფანებში ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ მათ პეტიციაც კი შექმნეს, HBO-ის ბოლო სეზონი თავიდან გადაეღო. ჰილის გარდა, შოუს ფინალით მაინცდამაინც კმაყოფილები არც სხვა მსახიობები არ დარჩენილან.
- ღიად დარჩენილი კითხვები, რომლებსაც GOT-მა პასუხი ვერ გასცა
- Game Of Thrones-ის ფინალურ სერიას შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს
ფანებისა და მსახიობების უკმაყოფილების მიუხედავად, მარტინმა მაშინ განაცხადა, რომ სერიალის დასრულებამ "შვება მოჰგვარა"; მწერალს ხომ საგა ჯერ არ დაუმთავრებია — ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სერიის ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე წიგნი დრაკონებთან ცეკვა 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კი მკითხველები მეექვსე ტომს, ზამთრის ქარებს, ელოდებიან.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები