Mamma Mia მე-3 ნაწილით ბრუნდება? — აი, რა გავიგეთ ფილმში მონაწილე მსახიობისგან
ფოტო: Universal Pictures
როგორც იტალიელები იტყვიან, მამა მია! ან როგორც ABBA-ის იმ ცნობილ სიმღერაშია... მთავარია, რომ ჩვენი საყვარელი საზაფხულო ისტორია შეიძლება გაგრძელდეს: Mamma Mia! ეკრანებზე მესამე ფილმით დაბრუნებას აპირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ფილმში მონაწილე მსახიობი ქრისტინ ბარანსკი ადასტურებს. გამოცემა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ბარანსკიმ აღნიშნა, რომ ფილმების პროდიუსერ ჯუდი კრეიმერთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც მესამე ნაწილის სიუჟეტის დეტალებიც კი განიხილეს.
"ყველანი საბერძნეთის თუ ხორვატიის რომელიღაც შესანიშნავ კუნძულზე მოვილხენთ", — გვიმხელს ემის მფლობელი მსახიობი და აღნიშნავს, რომ კრეიმერი მე-3 ფილმის გადასაღებად უკვე ემზადება, — "მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. თუმცა, იმას არ ვამბობ, ნეტავ, გადაიღონ-მეთქი. ჯუდი კრეიმერი სიტყვას ასრულებს ხოლმე. ასე იყო მეორე ნაწილის შემთხვევაშიც, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. სულ არ გამიკვირდება, ყველას რომ ისევ ერთად მოუყაროს თავი".
"ყველაში" კი ფილმების ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი იგულისხმება: მერილ სტრიპი, ამანდა საიფრედი, პირს ბროსნანი, ენდი გარსია, შერი...
ლეგენდარული ABBA-ის სიმღერებით გაჯერებული დაუვიწყარი საზაფხულო ისტორია, Mamma Mia!, 2008 წელს გამოვიდა ეკრანებზე და კინოგაქირავებაში დიდ წარმატებას მიაღწია. ფილმმა და მისმა 2018 წელს გამოსულმა გაგრძელებამ, Mamma Mia! Here We Go Again, ჯამში $1,1 მილიარდამდე გამოიმუშავა.
Mamma Mia! Here We Go Again (2018)
ფოტო: Universal Pictures
Mamma Mia!, რომელიც გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და გერმანიის საერთო ნამუშევარი იყო, კეტრინ ჯონსონის ამავე სახელწოდების სასცენო მიუზიკლს ეფუძნება. მისი სიუჟეტი ახალგაზრდა სოფი შერიდანის გარშემო ვითარდება, რომელიც ზაფხულში, გამოგონილ ბერძნულ კუნძულზე ქორწილს იხდის. ქორწილში სოფი დედამისის სამ ყოფილ თაყვანისმცემელს დაპატიჟებს იმის გასარკვევად, თუ რომელია მამამისი.
კომერციულ წარმატებასთან ერთად, Mamma Mia!-მ არაერთი პრიზიც მოიპოვა, ABBA-ის უკვდავი ჰიტების ახლებურმა ვერსიებმა კი საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, შვედური პოპჯგუფის წევრები ფილმის პრემიერასაც ესწრებოდნენ სტოკჰოლმში. ამასთან, ABBA-ის ორი წევრი, ბენი ანდერსონი და ბიორნ ულვეუსი, კინოსურათშიც გამოჩნდნენ მცირე როლებით.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები