აგროსფეროს ხორბლის ადგილობრივი წარმოება და სათესლე მასალის მრავალფეროვანი ასორტიმენტი
ფოტო: აგროსფერო
სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში ხორბლის სათესლე მასალის ძალიან მწირი არჩევანი იყო, რომელიც უმეტესად რუსეთიდან შემოდიოდა. იმ დროს ხელმისაწვდომი ხორბლის ჯიშები არც ხარისხით გამოირჩეოდა, რაც დაბალმოსავლიანობას განაპირობებდა. ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც აგროსფერომ, სათესლე მასალის უმსხვილეს მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია Saatbau-სთან ერთად, ხორბლის ჯიშების ადგილობრივ წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.
"ხორბლის სათესლე მასალის წარმოების პროექტზე მუშაობა Saatbau-სთან ერთად 2014 წელს დავიწყეთ. პროექტის მიზანი იყო, დაბალი ხარისხის სათესლე მასალა უმაღლესი ხარისხის ჯიშებით ჩაგვენაცვლებინა და ქართველ ფერმერებს მოსავლიანობის გაუმჯობესებაში დავხმარებოდით.
ჩვენი პარტნიორობის შედეგად, დღეს ფერმერებს ხორბლის სხვადასხვა ჯიშზე მიუწვდებათ ხელი, რომლებიც მორგებულია საქართველოს კლიმატზე, სრულფასოვნად პასუხობს ადგილობრივ გამოწვევებს და იძლევა მაღალი ცხობის თვისებების მქონე მარცვალს. რაც მთავარია, თითოეული ჯიში სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად", — ამბობს აგროსფეროს სათესლე მასალის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსი ზაზიკაშვილი.
Saatbau-ს ხორბლის საცდელი ჯიშები სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებში ითესება. მიღებული შედეგების მიხედვით კი მათგან ირჩევა საუკეთესო ჯიშები, რომლებიც ბაზარზე გატანამდე საწარმოში სპეციალური წესით მუშავდება.
"მაღალი ხარისხის სათესლე მასალის მისაღებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის სწორად მომზადებასა და მცენარის მოვლას. გარდა ამისა, მათი დამუშავება უნდა მოხდეს ხარისხიანი პრეპარატებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ არჩევანს Yara-ს ინოვაციურ სასუქებსა და Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებზე ვაკეთებთ, რომლებიც ეფექტურობასთან ერთად, უსაფრთხოა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის", — გვითხრა ალექსი ზაზიკაშვილმა.
აგროსფეროს ხორბლის ადგილობრივ საწარმოში ზედმიწევნით არის დაცული მარცვლის დამუშავებისა და დაფასოების პრინციპებიც. მოსავლის აღების შემდეგ სათესლე მასალა სპეციალურ სილოსებში ინახება, სადაც ის პირველად წმენდას გადის. ამასთან ერთად, ხდება მისი ტემპერატურულ რეჟიმში გაგრილება, რათა არ წარმოიშვას მცენარის აღმოცენებასთან დაკავშირებული პრობლემები. მარცვლეული განმეორებით მუშავდება სპეციალურ დანადგარში, რა დროსაც ის ზედმეტი მინარევებისა და დაზიანებული მარცვლებისგან იწმინდება. საბოლოო ეტაპი კი სათესლე მასალის ფუნგიციდითა და ინსექტიციდით დამუშავებაა.
"ამგვარად, ვიღებთ საუკეთესო თვისებების მქონე სათესლე მასალას, რომელიც ეფექტურად უმკლავდება მავნებლებსა და დაავადებებს, ამასთან, გამოირჩევა ჩაწოლის, ყინვისა და გვალვის მიმართ მედეგობით", — ამბობს ალექსი ზაზიკაშვილი.
დღეს აგროსფერო ფერმერებს ხორბლის 5 სხვადასხვა ჯიშს სთავაზობს, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს სათესლე მასალა საკუთარი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს.
გაითვალისწინეთ, რომ ახლა განსაკუთრებული ფასები მოქმედებს. 1 კგ ამიკუსის და გალუსის მეორე რეპროდუქცია მხოლოდ 1 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, ხუთივე ჯიშის პირველი რეპროდუქცია კი — 1,35 ლარად. მარაგები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ. კონსულტაციისთვის ესტუმრეთ კომპანიის მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით მის წარმომადგენლებს ნომერზე +995 322 500 900.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები