თიბისის პარტნიორი, ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო სისტემების კომპანია ჯიპიეს ჯორჯია, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია
ფოტო: თიბისი
ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო და დაცვითი სისტემების ქართულ ბაზარზე ჯიპიეს ჯორჯია ერთ-ერთი ლიდერია. მოთხოვნა GPS მონიტორინგის თანამედროვე და მაღალი ხარისხის სისტემების დამონტაჟებაზე ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ სატრანსპორტო საშუალებებზე სტაბილურად იზრდება. ამას ჯიპიეს ჯორჯიას ისტორია და ზრდის დინამიკა ადასტურებს. კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა, ბიზნეს პარტნიორ რატი მაღლაფერიძესთან ერთად, უკვე არსებული კომპანია რამდენიმე წლის წინ შეიძინა. იმ დროს კომპანიას დაახლოებით 700 ობიექტი ჰქონდა, თვიური შემოსავალი კი 30-35 000 ლარს შეადგენდა. ამჟამად ობიექტების რაოდენობა 12 000-მდეა გაზრდილი, თვიური შემოსავალი კი 200 000 ლარია.
"რამდენიმე წლის წინ, პარტნიორთან ერთად, ამ კომპანიის შეძენა გადავწყვიტეთ. თანხის ნაწილი გვაკლდებოდა და ამაში თიბისი დაგვეხმარა. რთული გზა გამოვიარეთ, მათ შორის პანდემიის პერიოდი, მაგრამ კომპანიას ზრდა და განვითარება არ შეუწყვეტია".
"ჯიპიეს ჯორჯია, ძირითადად, კორპორატიულ კლიენტებს ემსახურება. საშუალო და დიდ კომპანიებს ხშირად თავიანთი ავტოპარკი აქვთ — სატრანსპორტო კომპანიებს, ავტოგაქირავებას, აფთიაქებს, სადისტრიბუციო კომპანიებს და ა. შ. კორპორატიული ავტომობილების მფლობელი ყველა კომპანია, ცხადია, დაინტერესებულია, რომ ზედმეტი ხარჯი არ ჰქონდეს. იგულისხმება ავტომობილის არამიზნობრივად გამოყენება, საწვავის მოპარვა და ა. შ. ჩვენი უმთავრესი ფუნქცია ამ ყველაფრის პრევენციაა".
კომპანია მომხმარებელს რამდენიმე ტიპის პროდუქტს სთავაზობს. პირველი არის GPS მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ინფორმაციას მანქანის გადაადგილების, სიჩქარის, ტარების ხარისხის, დამუხრუჭების და ა. შ. შესახებ და თანამშრომლის მიერ მანქანის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას აიოლებს.
მეორე ძირითადი პროდუქტი საწვავის სენსორებია. სენსორები ყენდება დიდ მანქანებზე, უშუალოდ ავზებში და ზომავს საწვავის ჩასხმას, მოხმარებას და, შესაბამისად, ქურდობის ფაქტის აღმოჩენას აიოლებს. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველყოფს მანქანა-მაცივრების გადაადგილების, საწვავის მოხმარების, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლს (მაგ., სადისტრიბუციო კომპანიების ავტომანქანებში, რომლითაც გაყინული საქონელი გადააქვთ, ასევე აფთიაქების სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებსაც ევალებათ ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, როგორც საწყობსა და ფილიალებში, ასევე მანქანებში).
არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, ჯიპიეს ჯორჯია სთავაზობს კლიენტებს — მაგალითად, მძღოლის იდენტიფიკატორი, რათა კომპანიამ ზუსტად იცოდეს, ვინ იმყოფება საჭესთან.
ბიზნესმოდელი მარტივია — კლიენტი მოწყობილობებს იძენს, ამის შემდეგ კი თითო ობიექტზე ყოველთვიურად იხდის მხარდაჭერის მომსახურებას.
"სატრანსპორტო ტელემატიკაში (ტრანსპორტის თანამგზავრულ მონიტორინგში) ევროპაში წამყვანი პოზიცია უჭირავს ლიტვას. ჩვენი პარტნიორებიც ლიტვური კომპანიები არიან – Teltonika, რომელიც ჯიპიესების და სხვადასხვა დივაისების მწარმოებელი კომპანიაა და Gurtam — უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი. ასე რომ, ჩვენი მოწყობილობები მთლიანად ევროკავშირიდანაა. ჩვენ თავადაც ვამონტაჟებთ მოწყობილობებს — გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც ადგილზე მიდიან და, გარდა ამისა, გაფორმებული გვაქვს პარტნიორობა «თეგეტა მოტორსთან». ჩვენი სამონტაჟო ქსელი ყველაზე კომპლექსურია და მთლიანად ფარავს საქართველოს ტერიტორიას ლაივ რეჟიმში. სხვა კომპანიებს თავისი მობილური ჯგუფები ყავთ, რომლებიც გამოძახებიდან მეორე ან მესამე დღეს მიდიან ადგილზე, რაც, მაგალითად, სალიზინგო კომპანიებისთვის (რომლებთანაც ასევე გვაქვს პარტნიორობა გაფორმებული) მისაღები არ არის. ჩვენ გაცილებით ოპერატიულები ვართ და, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ეს განაპირობებს ლიდერობას ბაზარზე".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები