3 რამ, რასაც ინვესტორები საფონდო ბირჟის დაღმასვლისას აკეთებენ
ადამიანები კომპანიების მიერ გამოშვებულ აქციებს მოგების მიღების მიზნით ყიდულობენ. როგორც ცნობილია, აქციებით ვაჭრობისას სარგებლის მიღების ორი მთავარი გზა არსებობს: როდესაც ფასიან ქაღალდებს იმაზე ძვირად ყიდი, ვიდრე იყიდე და როდესაც აქციების ფლობის სანაცვლოდ კომპანიები დივიდენდებს გიხდიან.
ალბათ გსმენია იმის შესახებაც, რომ ათი წლის წინ Amazon-ში გაკეთებული 10,000 დოლარიანი ინვესტიცია დღეს 100,000 დოლარს აჭარბებს. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი არაერთი მაგალითი არსებობს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მოკლევადიან პერიოდში ბაზარი ყოველთვის ზრდის ტენდენციით არ ხასიათდება — ზოგჯერ კომპანიების აქციების ფასი სტაგნაციაშია, ან იკლებს.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ბაზარზე დაღმასვლა საერთო ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული, თუმცა უმეტესწილად ის ცალკეული ფაქტორების ერთობლიობას უკავშირდება. ბოლო მნიშვნელოვანი კრიზისი როგორც საფონდო ბირჟისთვის, ისე გლობალური ეკონომიკისთვის პანდემიის დროს დადგა. 2020 წელს კომპანიების უმრავლესობის აქციების ღირებულება დაეცა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზარი აღდგა და კომპანიების უმრავლესობისთვიsფასიანი ქაღალდების ზრდაც გაგრძელდა.
აგვისტოს პირველ კვირაში აშშ-ს ყველა ძირითადი ინდექსის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ შორის იყო S&P 500-ის ინდექსი, რომელიც 1-5 აგვისტოს პერიოდში 6%-ით დაეცა. ამჟამად ბაზარი აღმავლობის პერიოდშია — ბოლო მონაცემებით, S&P 500-ის ინდექსი წლის დასაწყისთან შედარებით 16,45%-ით, ხოლო სამი თვის ჭრილში 4,73%-ით არის გაზრდილი.
ამ სტატიაში იმ ძირითად მიგნებებზე გიყვებით, რომლებსაც ინვესტორები საფონდო ბირჟაზე დაღმავალი პერიოდის მომზადებისთვის იყენებენ.
1. მუდმივად ამოწმებენ ინვესტიციების მდგომარეობას
მთავარი საქმე, რომლითაც ინვესტიციების მართვისას შეიძლება დაკავდე შენს პორტფელში არსებული აქციების შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიღებაა. ბაზრის აყვავების პერიოდში კომპანიების აქციების ზრდა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა როდესაც ბირჟაზე შედარებით რთული სიტუაცია, ბევრი კომპანიისთვის ასეთი პერიოდი გამოწვევად იქცევა ხოლმე.
როგორც წესი, ბაზრის კრიზისი აქციების "გამოცდისთვის" კარგი დროა. ასეთ დროს ინვესტორები აკვირდებიან, თუ როგორ იქცევიან მათი აქციები და რამდენად მყარად დგანან ისინი სირთულეების პირისპირ. თუ ბიზნესს ძლიერი გუნდი მართავს, მისი ფინანსური მდგომარეობა წესრიგშია და კონკურენტულ უპირატესობაშია სხვა კომპანიებთან, სავარაუდოა, რომ ის კრიზისებსაც გაუძლებს და განვითარდება კიდეც.
2. ინვესტირებისას თანმიმდევრულები არიან
ინვესტირებაში თანმიმდევრულობა წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის ქონას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, გასათვალისწინებელია, რომ ბაზარზე არსებულმა ცვალებადმა მდგომარეობამ შენი სტრატეგია მნიშვნელოვნად არ შეცვალოს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეგულარული ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო და საჭირო მიდგომაა, რაც ინვესტორმა შეიძლება აირჩიოს.
არ არსებობს განსაზღვრული რეცეპტი, რომელიც ინვესტორებისთვის აქციების ყიდვის ან გაყიდვის ზუსტ დროს გამოწერს. ბაზრისთვის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შეიძლება არსებობდეს ისეთი აქცია, ან აქციების კრებული, რომელთა ყიდვაც იმ კონკრეტულ დროს მოგებიანია. ის, ვინც ამ საქმეს მსგავსი პერსპექტივიდან შეხედავს, ინვესტირების ახალ შესაძლებლობებსაც აღმოაჩენს.
3. მუდმივად ეძებენ ინვესტირების ახალ შესაძლებლობებს
როგორც ცნობილია, ბაზარი მთელი წლის განმავლობაში რამდენჯერმე აღწევს მაქსიმალურ მაჩვენებელს. როდესაც აქციების ფასები იზრდება, მათი ყიდვა ინვესტორებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია. ამასთან, ბირჟის დაღმავალი ტენდენციის დროს ინვესტორებს მაღალი ხარისხის აქციების დაბალ ფასად მოპოვება კარგი დროა.
უნდა ითქვას, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელსაც არაერთი გამოცდილი ინვესტორი იყენებს. მათი მიზანია, კარგ ფასად ნაყიდი მაღალი შედეგების მქონე აქციები საკუთარ პორტფელში იმ დრომდე შეინახონ, ვიდრე ბაზარზე შემცირების ახალი ტენდენცია არ დაიწება. შესაბამისად, ისინი აქციებს სწორედ მაშინ ყიდიან, როდესაც საფონდო ბირჟაზე კომპანიები მორიგ პიკურ ნიშნულს აღწევენ ხოლმე.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები