სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შვედურ მხარეს "ევოლუშენის" წინააღმდეგ საჩივრით მიმართა
ფოტო: ლაბორი • LABOR
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე დაფუძნებულ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას საჩივრით მიმართა.
NEWS.On.ge ორგანიზაციის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად საჩივრით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე დაფუძნებულ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას. ჩვენ მიერ წარდგენილი საჩივარი შეეხება კომპანია ევოლუშენის მიერ, საქართველოში საქმიანობისას, "მულტიეროვნული კორპორაციებისთვის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ" OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული სტანდარტების უხეშ დარღვევას.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მიზანია, დაადგინოს საბაზისო სტანდარტები მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხო სახელმწიფოში საქმიანობენ და დაიცვას ადგილობრივები ტრანსნაციონალური კომპანიის უფლებადამრღვევი პრაქტიკისგან. სახელმძღვანელო პრინციპები პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ მოიცავს პრინციპებსა და სტანდარტებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ადამიანის უფლებები, დასაქმება და საწარმოო ურთიერთობები, გარემოს დაცვა, ქრთამის აღება და თანხის გამოძალვა, მომხმარებელთა ინტერესები, მეცნიერება და ტექნოლოგია, კონკურენცია და გადასახადები. აღნიშნული პრინციპების პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათზე მიერთებულ სახელმწიფოებში მოქმედებს ეროვნული საკონტაქტო უწყებები (National Contact Points (NCPs)), რომლებსაც ევალებათ სათანადო ზომების მიღება, რათა მულტიეროვნულმა კორპორაციებმა თავიანთ საქმიანობაში დაიცვან სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემული სტანდარტები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებაში წარდგენილი საჩივარი ეხება კომპანია ევოლუშენ ჯორჯიას მიერ, რომელიც შვედური კორპორაციის აფილირებული კომპანიაა, შრომითი უფლებების მასობრივ დარღვევას, მათ შორის, შრომის დაბალ ანაზღაურებას, ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემოსა და პირობებს, ანტისანიტარიასა და ჰიგიენის ნორმების დაუცველობას სამუშაო სივრცეში, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და კომპანიაში არსებულ შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ პრობლემას, რომელიც უხეშად არღვევს OECD-ის სტანდარტებს. უფრო ზუსტად კი, სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, იმ შემთხვევებში, როდესაც მულტიეროვნული კორპორაციები ოპერირებენ განვითარებად ქვეყნებში, მათ უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი, ადეკვატური შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება და მიიღონ სათანადო ზომები დასაქმების ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.
კომპანია ევოლუშენ ჯორჯიაში არსებულ მძიმე შრომის პირობებთან დაკავშირებით 12 ივლისიდან დღემდე ასობით დასაქმებულია გაფიცული. კომპანია გაფიცული პირების მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხებიდან არცერთის მოგვარებაზე არ გამოთქვამს მზადყოფნას. იმის ნაცვლად, რომ კომპანია პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა მისი თანამშრომლების მასშტაბურ პროტესტს, რეალურად განეხილა მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები და გამოესწორებინა სამუშაო ადგილზე შექმნილი მძიმე შრომის პირობები, იგი სამუშაო ბაზრიდან ნაწილობრივ გასვლით და თანამშრომლების შემცირებით დაიმუქრა, რაც ასევე არღვევს სახელმძღვანელო პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებს.
კერძოდ, პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, მშრომელების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში შრომის პირობებთან დაკავშირებით ან მშრომელების მიერ ორგანიზების უფლებით სარგებლობის კონტექსტში, მულტიეროვნულმა კორპორაციებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი მუქარებისაგან, როგორიც არის მოცემული ქვეყნის ტერიტორიიდან მისი განყოფილების მთლიანად ან ნაწილობრივ გადატანა სხვა ქვეყანაში, რათა არ იქონიონ უსამართლო ზეგავლენა მიმდინარე მოლაპარაკებებზე ან ხელი არ შეუშალონ მშრომელების მიერ ორგანიზების უფლებით სარგებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ევოლუშენ ჯორჯია სწორედ ამ სტრატეგიას მიმართავს და, გაფიცულების მძიმე სოციალური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მათზე ზეწოლის მოხდენას წარმომადგენლობის შეზღუდვის მუქარით ცდილობს." — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისს გაიფიცა. გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვდნენ.
ერთი კვირის წინ, გაფიცულების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას — შიმშილობას მიმართა, ხოლო 19 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი გაფიცული ახალგაზრდა პირის ამოკერვას გეგმავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები