თიბისის პარტნიორი ლუდსახარში ნატურალე ბრევერი უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია
ფოტო: თიბისი
შპს ნატურალე ბრევერი ბოლო წლებში მომრავლებულ ქართულ ლუდსახარშებს შორის გამორჩეულია ადგილობრივ ბაზარზე. წარმატებას კომპანიის საერთაშორისო აღიარებაც ახლავს, ეს კი ხარისხისა და ექსკლუზიური პროდუქციის დამსახურებაა. მხოლოდ შარშან, London Beer Competition-ში კომპანიის ლუდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, სიდრმა ბრინჯაოსი, World Cider Award-ში კი ნატურალე ბრევერის სიდრი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
2016 წელს დაარსებული საწარმო ჰობიდან სერიოზულ ბიზენსად იქცა. სერგო მაკაროვს, ნატურალე ბრევერის დირექტორსა და მთავარ ტექნოლოგს, ლუდის ხარშვა საგანგებოდ არსად შეუსწავლია, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის აინტერესებდა და შესაბამის ლიტერატურას გამუდმებით ეცნობოდა.
"ამ საუკუნის ათიანი წლებიდან მსოფლიოში კრაფტ ლუდების ბუმი დაიწყო, ძველი რეცეპტების განვითარება. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენთან, დასაწყისში, ყველა მხოლოდ ლაგერს ითხოვდა — მხოლოდ ეს სახეობა იცოდნენ. ღია ფერის და შავი ლუდი, გაფილტრული და გაუფილტრავი. სულ ეს იყო. ცოტა ხანში ცნობისმოყვარეობამ იმუშავა და სხვა ლუდების გასინჯვაც დაიწყეს. დღეს უკვე შეიძლება თქმა, რომ კრაფტ ლუდის კულტურა ჩვენთანაც დამკვიდრდა. წარმოება ასლიტრიანი სახარშით დავიწყეთ. თავიდან, როგორც ფიზიკურ პირს მქონდა სამომხმარებლო სესხი თიბისი ბანკში, 3-4 წლის წინ მინი ბიზნეს სესხი ავიღე და დანადგარები დავამატეთ. წელს კვლავ ავიღე სესხი წარმოების გასაზრდელად – უკვე 500 ლიტრიანი სახარში შევიძინეთ. ჩვენ გვაქვს ლუდები, რომლებიც ჩვენ შევქმენით და მხოლოდ ჩვენ ვაწარმებთ. ასეთია, მაგალითად, ტომატის ლუდი, რომელსაც დავამატეთ მეგრული აჯიკა. კიდევ გვაქვს ტყემლის ლუდი, ტყემლის სოუსის სუნელებით. ეს ლუდები ჩვენი ექსკლუზივია და ქართულ სამზარეულოსა და ქართულ გემოებს განსაკუთრებით უხდება".
ნატურალე ბრევერი ერთდროულად დაახლოებით 10 სახეობის ლუდს და 6 სახეობის სიდრს აწარმოებს.
"ჯამში დაახლოებით 35 სახეობის ლუდი გვაქვს მოხარშული, მაგრამ მუდმივად ვაკეთებთ როტაციას. დღეს დაახლოებით 5-6 ტონა ლუდს ვხარშავთ თვეში. დანადგარების ჩამოსვლისას უკვე თვეში 10-12 ტონას მოვხარშავთ. აქამდე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ვიყავით წარმოდგენილები. როცა ახალი სახარში და ახალი საფერმენტაციო ცისტერნები გვექნება, შეიძლება ექსპორტზე ვიფიქროთ. ინგლისიდან და პოლონეთიდან უკვე იყო დაინტერესება".
სიდრი, რომელსაც კომპანია ლუდთან ერთად აწარმოებს, ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალი სასმელია. ამას თავისი მიზეზი აქვს.
"სიდრზე აქციზი მაღალი იყო. მხოლოდ სამი წლის წინ მოხდა ცვლილება, აქციზი გაიაფდა და შეასაძლებელი გახდა, რომ სიდრიც გვეწარმოებინა. ვაშლის ძველ ჯიშებს ვიყენებთ – ანტონოვკას, ბროდსკის, კეხურას... შარშან ჰექტარნახევარი ნაკვეთი ვიყიდეთ, სადაც სიდრისთვის საჭირო სპეციალური ჯიშები დავრგეთ. სიდრი დაბალგრადუსიანი სასმელია, ამიტომ ლუდის კონკურენტია და არა ღვინის. გლუტენის შემცველობის გამო ლუდს ყველა ვერ სვამს, დაბალგრადუსიანი სიდრი კი, განსაკუთრებით ზაფხულში, კარგი ალტერნატივაა. ვაშლის გარდა, მაგალითად, ალუბლისა და გრეიპფრუტის სიდრსაც ვამზადებთ".
ამჟამად ლუდსახარში ბარებს და ლუდის მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში ამარაგებს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს საკუთარი ბარი ასათიანი 30-ში და მაღაზია ნუცუბიძის 115-ში. ბოლო დროს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, სექტორი საგრძნობლად განვითარდა და კონკურენციამაც იმატა.
"კონკურენცია, ძირითადად, დიდ მწარმოებლებთანაა. ისინი უფრო დიდი რაოდენობით და შესაბამისად უფრო იაფად აწარმოებენ ლუდს, გარდა ამისა, ბარებში ხშირად ექსკლუზიურად არიან წარმოდგენილები. თუმცა ბოლო დროს ბარები დარწმუნდნენ, რომ ეს მიდგომა არასწორია. წამგებიანია, როცა მომხმარებელი იძულებულია, მხოლოდ ერთი სახეობა — ლაგერი — სვას. უკვე ბევრი ბარი გაიხსნა და ბარებს შორისაც დიდია კონკურენცია. ჩვენ მრავალფეროვნებით და ხარისხით ვიგებთ. ვცდილობთ დავამატოთ ახალი სახეობები, რაც აქამდე არ იყო ბაზარზე. ჩემი აზრით, მრავალფეროვნება ყოველთვის უპირატესობაა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები