საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილებისთვის რესპუბლიკის მოედანზე ღია ჩვენება მოეწყობა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / თბილისის მერია
“მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, რესპუბლიკის მოედანზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ“, — ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებისგან ადგილი ჰქონდა გარკვეულ სპეკულაციებს, თითქოს ჩეხეთთან მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მერმა განაცხადა, რომ კარგად ესმის ის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ, თუმცა, ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულთან დაკავშირებითვრცელი განმარტებები უკვე გააკეთა.
“ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, თითქოს მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე სრულიად უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. არ შევალ დეტალებში, არ გავაკეთებ განცხადებას ამ სპეკულაციებზე. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს. ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა შესაბამისი განცხადებით და მეტს ვერაფერს დავამატებ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის, ამიტომ ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს.
მიხეილ მესხის სტადიონი იქნება გადავსებული. მინდა გულშემატკივარს მივაწოდო ინფორმაცია, ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა გაცნობოთ, რომ 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, იქნება დიდი ეკრანი და ყველა პირობა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს ემოციების გაზიარება და საქართველოს ნაკრების ქომაგობა“, — განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 სექტემბერს გაიმართება. მატჩის ბილეთები 1 საათში გაიყიდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 27 223 გულშემატკივარზეა გათვლილი. ამ ფაქტმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი მატჩის ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გამართვას მოითხოვდნენ, რომელიც 54 139 გულშემატკივარზეა გათვლილი.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები