ქართველი მწერლების წერილები შვილებისადმი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
ქართველი მწერლები შვილებისადმი მიწერილ ამ წერილებში მათ მიმართ იმედებს, ტკივილებსა და მწუხარებას მთელი სიმძაფრითა და სინაზით გამოხატავენ. ეს წერილები ბევრს გვიყვებიან მათზე, მათ ცხოვრებაზე, დამოკიდებულებებზე ზოგადად სამყაროსა თუ შვილების მიმართ. ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე წერილი მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს, შეიძლება აატიროს, დაანაღვლიანოს კიდეც, მაგრამ ისედაც ნაცნობი სახეების კიდევ უფრო უკეთ გაცნობაშიც დაეხმარება.
1. მიხეილ ჯავახიშვილის წერილი შვილს — ქეთევან ჯავახიშვილს
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.
გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომითა და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.
ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.
ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე. შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი.
2. პაოლო იაშვილის წერილი შვილს — მედეა იაშვილს
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა
ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.
არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას.
მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.
შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა.
3. იოსებ გრიშაშვილის წერილი შვილს — ელენე გრიშაშვილს
საყვარელო, კარგო შვილო ელენე!
თავზე მეხი რომ დამცემოდა და აქ უცხო მიწაში თან ჩავეტენე, ან შარშან ავადმყოფობასავე რომ მე გამოვესალმებინე ამ გამწარებულ და აძაღლებულ სიცოცხლეს, ბევრათა სჯობდა შენს ასე უდროოთ სამარეში ჩასვლას, ჩემ საყვარელ და დაუვიწყარ მარუსას გვერდით!...
შვილო, ისედაც გამწარებული სიცოცხლე რად გამიშხამე, ჩემო იმედო და სასოებავ, რად მიღალატე, ფრთები რაც დამალეწე!.. სიცოცხლე რად გამინახევრე!..
შვილო, ბუნებისა და განგების წესს რად გადაუხვიე, რატომ მე არ უნდა დამიტიროს ჩემმა კარგმა ელენემ! რატომ მე უნდა აქ ვქვითინებდე და მოკლებული რატომ უნდა ვიყვე "ბედნიერებას“ ჩემი საყვარელი ელენეს საფლავზე დატირებისას...
შვილო, თვალი ვერ გამისწორებია შენი სურათისთვის, შენთვის გამოგზავნილი დამჭკნარი ყვავილისათვის!
შვილო, ნუგეშათ დამრჩა... შენი ლამაზი, გრძნობით აღსავსე წერილები!...
შვილო, წერილებს არა გწერავდით, არა უსიყვარულობისა, არამედ დიდი სიყვარულისა და მშობლიური სიფრთხილით! არ მინდოდა და არ მინდა, რომ ჩემ გამო თქვენ რამე დაგშავებოდათ ან დაგიშავდეთ! აი, სწორეთ ამიტომაც მინდოდა თვით გაყრაც კი! მდგომარეობა გვაიძულებდა!
მაგრამ... ოჯახი და ისიც ქართული ოჯახი სხვა რამ უძლიერესი ყოფილა... ხორცით, სისხლით შედუღებული, გაერთიანებული!
შვილო, თქვენ ორნი დანი მანდ ერთადა ხართ, ჩვენ კი დროებით აქ, ზევით, დედამიწაზე!
მაგრამ უკვდავი, უძლიერესი სულით მაინც გაერთიანებული ვართ...
შვილო, ნუ იდარდებთ! ჩვენც მანდ მოვალთ, მარტოკებს არ დაგტოვებთ!
შვილო, ჩემი ფიქრი, აზრი, გული და სული მაინც თქვენთან იქნება, გინდაც აქ უცხოეთში რომ ჩავყარო წამებული ძვლები!
განისვენე, წყნარათ, მშვიდად განისვენე, ჩემო გულო, სულო ელენევ... ჩემ მარუსას გვერდით!
საუკუნოთ უკვდავი იყოს თქვენი ანგელოზური სული და სახსენებელი!..
შენგნით გულმოკლული და გაუბედურებული მშობელი იოსებ გრიშაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები