იცი, რას არის demure? — აი, რას ნიშნავს ტიკტოკის მორიგი ტრენდი
ფოტო: On.ge
რადგან brat ზაფხული უკვე კარგა ხანია, უკან მოვიტოვეთ, ინტერნეტის მორიგი ტრენდის ახსნის ჯერიც დადგა. მეტიც, როგორც ამბობენ, სწორედ ამ ახალმა ტრენდმა დაჩრდილა Charli XCX-ის უახლეს ალბომს მოყოლილი ციებ-ცხელება.
ტიკტოკს თუ აქტიურად ადევნებ თვალს, ბოლო დღეებში შენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა ხშირად გამეორებული ინგლისური ფრაზა: "Very mindful, very demure". სიტყვასიტყვით, ეს ითარგმნება, როგორც "ძალიან გააზრებული, ძალიან მოკრძალებული". ყველაფერი კი ერთი ვიდეოთი დაიწყო...
ტიკტოკმომხმარებელმა ჯულს ლებრონმა 2 აგვისტოს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გამომწერებს თავის ვარცხნილობას და მაკიაჟს აჩვენებდა.
"ხედავთ, როგორ მოვედი სამსახურში? ძალიან მოკრძალებულად", — ამბობს ჯულსი, რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ფრაზის გამოყენებით ახალი ვიდეო ჩაწერა. ამ დროისთვის ტიკტოკმა მისი საფირმო სიტყვები უკვე აიტაცა, ვიდეოებმა კი უმოკლეს დროში მილიონობით ნახვა დააგროვა.
მას შემდეგ, ვარსკვლავად ქცეულმა ტიკტოკერმა რჩევების გაცემაც დაიწყო — მაგალითად, როგორ გამოვცხადდეთ "მოკრძალებულად" სამსახურში. თუმცა, საქმე ისაა, რომ სიტყვა "demure" ლებრონისეული გაგებით მთლად "მოკრძალებულს" არ ნიშნავს.
და მაინც, რა არის demure?
ფოტო: joolieannie / TikTok
მერიემ-უებსტერის ლექსიკონს თუ გადაშლი, ის გეტყვის, რომ ზედსართავი სახელი demure შეიძლება განიმარტოს, როგორც "უთქმელი, მოკრძალებული", ან "მოჩვენებითად მოკრძალებული, უთქმელი, თავდაჭერილი და მორცხვი". იქვე ვხვდებით საინტერესო ცნობას ამ სიტყვაზე: ფრანგული ჟღერადობის მიუხედავად, მისი წარმომავლობის ისტორია თურმე ბუნდოვანია. მას უკვე თითქმის შვიდი საუკუნეა, ინგლისურ ენაში იყენებენ და ამ ხნის განმავლობაში სიტყვის მნიშვნელობა დიდად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, სანამ ტიკტოკერი ჯულს ლებრონი გამოჩნდებოდა...
მართალია, demure-ს ჯულსიც იმის აღსაწერად იყენებს, თუ როგორი სადა, არამყვირალა მაკიაჟით გამოცხადდა სამსახურში, მაგრამ მის შემდგომ ვიდეოებში ამ ფრაზის შინაარსი ოდნავ შეიცვალა. ის უფრო მიუთითებს დახვეწილობაზე, ელეგანტურობაზე, მოხდენილობაზე. mindful ("გააზრებული, გაცნობიერებული") კი ალბათ იმაზე უსვამს ხაზს, რომ ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებ.
Very mindful, very demure
ჯულს ლებრონის ყველაზე პოპულარულ ვიდეოს ამ დროისთვის 43 მილიონამდე ნახვა და 4,2 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. ტიკტოკერის ამ ფრაზის აუდიო ვერსია კი 72 ათასზე მეტ სხვა ვიდეოშია გამოყენებული. ფრაზის პოპულარობა ერთ კონკრეტულ პლატფორმასაც გასცდა და სხვა სოციალური ქსელები მოიცვა. თანაც, მას არა მხოლოდ რიგითი ინტერნეტმომხმარებლები, დიდი კომპანიები და ცნობილი ადამიანებიც კი იყენებენ.
მაგალითად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ლებრონის მსგავსად, ვიდეო გამოაქვეყნა, როგორ მიდის სამსახურში "ძალიან მოკრძალებულად". ტრენდს არც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ჩამორჩა და ლებრონის ფრაზა თეთრი სახლის ინსტაგრამგვერდზე გამოჩნდა.
"Very mindful, very demure" — ამ ერთმა ჩვეულებრივმა ფრაზამ ჯულს ლებრონის ცხოვრება სრულიად შეცვალა. იგი ვიზაჟისტი და ინფლუენსერია, რომელიც აქამდე ვიდეოებში "პლუს-ზომის ტრანსგენდერი ქალის" ცხოვრებაზე, თავისი მოწოდებისა და იდენტობის ძიებაზე ჰყვებოდა ხოლმე. ერთ-ერთ უახლეს ვიდეოში ატირებული ტიკტოკერი ამბობს, რა შეცვალა მის ყოველდღიურობაში უცაბედმა პოპულარობამ.
"იქნებ თავადაც გადაიღოთ ხოლმე ვიდეოები, რადგან მე ერთ დღეს მოლარე გახლდით და შესვენებებზე ვიდეოებს ვწერდი ხოლმე, ახლა კი ქვეყნის მეორე ბოლოში მივფრინავ, რომ ღონისძიებები ჩავატარო. უკვე იმის საშუალებაც მაქვს, ჩემი ტრანზიცია ბოლომდე მივიყვანო", — აღნიშნავს ლებრონი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები