GOT-ის ფანები ფიქრობენ, რომ სერსეის მსახური, ბერნადეტე, სერიალის საკვანძო პერსონაჟია
სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის მესამე სერიაში ამ პერსონაჟმა იმდენად სწრაფად ჩაიქროლა, რომ შესაძლოა მისი შემჩნევა ვერც კი მოასწარით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის უკვე წლებია შოუს ნაწილია.
მას შემდეგ, რაც ახალ ეპიზოდში და-ძმა ლანისტერებმა ღამე ერთად გაატარეს, მათი სიმყუდროვე სერსეის მოახლემ, ბერნადეტემ დაარღვია.
ადრინდელისგან გასხვავებით, სერსეი სულაც აღარ ცდილობდა ჯეიმი დაემალა, პირიქით, არც ადარდებდა ეს, როგორც თვითონ თქვა, ახლა ის დედოფალია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს.
კარი იღება და ვხედავთ ბერნადეტეს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ჰგავს მის ახალ დედოფალს, სერსეი ლანისტერს. გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, ის წლების განმავლობაში ზუსტად ისე იცვლიდა გარეგნობასა და ვარცხნილობას, როგორც მისი ბოსი და ახლა უკვე დედოფალი.
თუ ბერნადეტეს ისტორიას მივყვებით, გაგვახსენდება, რომ თავიდან ის სანსას მოახლე იყო და შეესწრო ფაქტს, როდესაც სანსა და ცხონებული შაი ცდილობდნენ სტარკის პირველი მენსტრუაციის ამბავი დაემალათ, თუმცა ბერნადეტე რის ბერნადეტე იქნებოდა, ამ ყველაფრის თქმა სერსეისთვის არ მოენდომებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, შაიმ ყელზე დანა მიადო და მოკვლით დაემუქრა, თუმცა ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ დედოფალმა მენსტრუაციის ამბავი მაინც გაიგო.
თუ გონებას დაძაბავთ ისიც გაგახსენდებათ, რომ სწორედ მან წარადგინა ტირიონი სანსა სტარკის წინაშე, როდესაც აწ უკვე დრაკონების დედის მარჯვენა ხელი, სტარკისთვის ხელის თხოვნას აპირებდა.
მანვე შეატყობინა სერსეი ლანისტერს, რომ ტირიონი და შაი ერთად გამოიჭირა.
და ყველაზე მთავარი, ის სერსეის გვერდით იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებშიც. მაგალითად, სწორედ ბერნადეტემ შეატყობინა მირსელას დორნში დაბრუნების ამბავი და სწორედ ის ეხმარებოდა ჩაცმაში დედოფალს, როდესაც მეექვსე სეზონის ფინალურ ეპიზოდში ყველაზე და ყველაფერზე იძია შური.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბერნადეტემ ბევრი იწვალა და საბოლოოდ თავისი კარიერის უმაღლეს საფეხურს მიაღწია, ახლა დედოფლის მთავარი მსახურია.
შეიძლება ჯერ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ კარგად თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ბერნადეტე არის პერსონაჟი, რომელიც ყველაზე უკეთ ხედავს და ყველაზე უკეთ იცის რა ხდება ლანისტერების სასახლეში. ასევე ფიქრობენ სერიალის გულშემატკივრები და ამბობენ, რომ ის სამეფო კარის თამაშების წონიანი და საინტერესო პერსონაჟია, მერე რა თუ ჯერ მხოლოდ რამდენიმე წინადადება აქვს ნათქვამი, მისი მთავარი კოზირიც სწორედ ეს არის, ბევრს ხედავს და ცოტას ლაპარაკობს.
სერიალის მაყურებლები ვარაუდობენ იმასაც, რომ სერსეის ცხოვრებაში სწორედ ბერნადეტე შეასრულებს მთავარ როლს და ის იქნება საკვანძო პერსონაჟი მის აღსასრულში.
ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა არია სტარკი სწორედ ბერნადეტეს სახით გამოეცხადოს სერსეის და ერთხელ და სამუდამოდ გამოასალმოს სიცოცხლეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები