ოცნება "გარეჯი საქართველოას" მეორე ნაწილს გვთავაზობს — ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან
21 აგვისტოს, ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო შეხვედრები ამომრჩევლებთან. პირველი პარტიული ღონისძიება მცხეთაში გაიმართა. ოცნების ლიდერებმა სვეტიცხოველთან შეკრებილ მოქალაქეებს საგანგებოდ მოწყობილი სცენიდან მიმართეს.
მმართველი პარტიის კაცმა ლიდერებმა აქცენტი კვლავ ომსა და მშვიდობაზე, ნაციონალური მოძრაობის გასამართლებასა და ოჯახური ღირებულებების დაცვაზე გააკეთეს.
გამომსვლელებს შორის იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც. მან რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება თითქმის სრულად წაიკითხა და ხაზგასმით აღნიშნა, რამდენიმე პუნქტი/მიზეზი, რის გამოც მმართველი პარტია არჩევნებში არათუ გამარჯვებას, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას აპირებს.
გაჟღერებულ მიზეზებს შორის ნაციონალური მოძრაობის გასამართლებისა და ე.წ ლგბტ პროპაგანდის კონსტიტუციურ დონეზე აკრძალვის გარდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც დასახელდა.
ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რეგიონში სიტუაცია სწრაფად იცვლება, შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც რეალურია და იმისთვის, რომ "მტრულმა ძალამ — ნაციონალურმა მოძრაობამ" "ჩვეულ სტილში" ამ პროცესებსაც არ შეუშალოს ხელი, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი (როცა ის დღისწესრიგში დადგება) არ შეფერხდეს და არ ჩაიშალოს.
NEWS.On.ge დაინტერესდა, რა ტიპის კონსტიტუციურ ცვლილებებს შეიძლება გულისხმობდეს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, როცა მსგავს დაპირებას გასცემს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ წინაპირობად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საკონტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ასახელებს.
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ მინისტრს, პოლიტოლოგ, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ.
— ბატონო პაატა, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საპარლამენტო არჩევნებში საკონტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას დაუკავშირა?
ეს განცხადება თავიდან პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა და ეს პოლიტიკური პარტიის პოზიციაა, რადგან მხოლოდ ერთი ადამიანი კონსტიტუციას ვერც შეცვლის. ბიძინა ივანიშვილმა კი ეს იმიტომ წაიკითხა, რომ საზოგადოებაში მეტი დამაჯერებლობა ჰქონოდა. მისი გუშინდელი გამოსვლით იმის დადასტურება უნდოდა — რასაც ამბობს ქართული ოცნება იმას ვამბობ მეცო. ეს ყველაფერი იყო სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლით.
აქ არ არის ლაპარაკი არც ტერიტორიულ მთლიანობაზე, არც ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებზე, აქ ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ოცნებამ როგორმე არჩევნებზე მეტი ხმა მიიღოს.
ასე მოხდა სალომე ზურაბიშვილის "იმპიჩმენტის" დროსაც. პარტიის თითოეულმა წევრმა ძალიან კარგად იცოდა, რომ იმპიჩმენტი არ შედგებოდა, რადგან მათ საკმარისი ხმები არ ჰქონდათ, მაგრამ ეგ აწყობდათ. პრეზიდენტზე ხმაურით ახალი კამპანია შექმნეს. ზუსტად იგივეს აკეთებენ ახლა, იციან რომ ამაზე ლაპარაკით შესაძლოა უფრო მეტი ხმა მიიღონ.
ეს კამპანია ძალიან ჰგავს "გარეჯი საქართველოას".
შეგვიძლია დავარქვათ "გარეჯი საქართველოა ორი". იმიტომ, რომ არჩევნების შემდეგ, არც საკონსტიტუციო უმრავლესობა გაახსენდებათ, არც ტერიტორიული მთლიანობა, არც ოჯახის სიწმინდე და არაფერი, რაზეც ახლა საუბრობენ.
2020 წელს როცა "გარეჯი საქართველოა" იყო თემა, მაშინ, მათ არჩევნებზე 48% აიღეს. ახლა როცა არჩევნები ელექტრონული სისტემითაა და აღარ არიან მაჟორიტარები, ეს ოცნებისთვის დიდი პრობლემაა, რადგან დამატებით მანდატებს ასე იოლად ვეღარ იღებენ. წელს, 2020 წელთან შედარებით, მათი შანსები უფრო დაბალია. ახლა მათთვის ის 48%-ც სანატრელი გახდება, არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა.
— და მაინც, როგორ უკავშირდება ეს საკითხი ტერიტორიულ მთლიანობას?
საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს ტერიტორია არის განუყოფელი. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ეს მუხლი ამოაგდონ ან ამის მოდიფიცირება მოახდინონ, რათა შემდეგ შემოაგდონ კონფედერაციის თემა (ამაზე რაღაც მინიშნებები იყო, გემახსოვრებათ ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრა); თუ ისინი ნამდვილად ფიქრობენ კონფედერაციაზე მათ ეს მუხლი უშლით ხელს, კონფედერაცია ვერ შედგება თუ არ აღიარე აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა — ეს კი არის ძალიან დიდი აბსურდი და უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
თუმცა, წინასაარჩევნო კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ქართული ოცნება ქმნის უპირატესობას, რადგან სწორედ ისინი ქმნიან დღისწესრიგს.
გვალაპარაკებენ ამ აბსურდსა და სისულელეებზე. ჩვენ, ჩვენს მთელ დროს ვხარჯავთ ამ სისულელეების ახსნაზე, არადა ეს აუხსნელია, შეუძლებელია აბსურდი ახსნა. ისინი (ოცნება) წინასწარ არაფერს ამბობენ — რას აპირებენ, ან როგორ აპირებენ და რადგან არაფერს ამბობენ, ე.ი არაფერსაც არ აპირებენ. ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია.
ნახეთ რამე შედეგი "გარეჯთან" დაკავშირებით?!
— წინასაარჩევნოდ ჩვენ ვხედავთ აგვიტოს ომთან დაკავშირებულ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან საკამათო განცხადებებს. ეს თითქოს არახალია, მაგრამ წელს კიდევ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ ადანაშაულებს ქართული ოცნება წინა ხელისუფლებას "ომსა და ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემაში". თქვენი აზრით, რა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს, მმართველი ძალის პირით გაჟღერებული მსგავსი განცხადებები?
საფრთხეს არ ვხედავ. რასაც ვხედავ არის ის, რომ "ნაცებსაც" და "ქოცებსაც" არაფერში ანაღვლებთ აგვისტოს ომი, მათთვის იმდენად დაკარგა აზრი აგვისტოს მოვლენებმა, რომ მხოლოდ არჩევნების წინ ხდება ის ცოცხალი თემა. თუ არჩევნების წელი არ არის, მცირე კინკლაობას მაშინაც აქვს ხოლმე ადგილი მაგრამ, როგორც წესი, 12 აგვისტოსთვის ყველაფერი სრულდება. აი, საფრთხე კი ნამდვილად არის ის, რომ საქართველო არ ეძებს კონფლიქტების მოგვარების რეალურ გზებს.
2008 წლის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მსოფლიოს აღარ აინტერესებს აგვისტოს ომი. ახლა ისედაც დაძაბული ვითარებაა აქეთ უკრაინის ომი, იქეთ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი, ყარაბაღი... რა დროს 2008 წელია?! ეს ბუნებრივია, მაგრამ დიდი ტრაგედია ის არის, რომ თბილისშიც ასე ფიქრობენ და აგვისტოს მოვლენები მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ.
ეს თარიღი აქციეს ერთგვარ ხელკეტად, რომელსაც ერთმანეთის დასაჩეჩქვად იყენებენ.
— თუმცა, არჩევნებზე დამაჯერებელი გამაჯვების შემთხვევაში, სწორედ, "ომში ჩართვისა და სამშობლოს ღალატის" ბრალეულობით, ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლებისთვის ნიურნბერგის პროცესის მოწყობას ჰპირდება ამომრჩეველს.
რა არის ნიურნბერგის პროცესი? ნიურნბერგის პროცესი არ არის სამართლებრივი აქტი, ეს არის პოლიტიკური აქტი — გამარჯვებულმა გაასამართლა დამარცხებული. ნიურნბერგის პროცესის ხსენება საქართველოში ამორალურია, ანუ ოცნება აღიარებს იმას, რომ აი, დამარცხებულებო, "დედას გიტირებთ"... ეს ხომ სამოქალაქო დაპირისპირების დაანოსნსებას ჰგავს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიურნბერგის პროცესი არ არის სამართლიანობის აღდგენა, ნიურნბერგის პროცესი არის დამარცხებულის დამარცხება.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები