ინგლისის ზოოპარკში ფლამინგოების გეი წყვილმა ბარტყი გამოჩეკა
ფოტო: Wild Planet Trust
ინგლისში, პეინტონის ზოოპარკში მატებაა — 2018 წლის შემდეგ პირველად, აქ ჩილეური ფლამინგოს შვიდი ფუმფულა ბარტყი დაიბადა. მათგან ერთ-ერთი კი უკვე ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე ისაა, რომ იგი ორმა მამრმა ფლამინგომ, ართურმა და კერტისმა, გამოჩეკეს.
ფლამინგოებში ერთი და იმავე სქესის წყვილები იშვიათობას არ წარმოადგენს. პეინტონის ზოოპარკშიც ბევრი მამრი ფლამინგო დაწყვილდა შეჯვარების სეზონზე. თუმცა, მათ მიერ ბარტყის გამოჩეკა მაინც უჩვეულო ამბავია — ყოველ შემთხვევაში, ზოოპარკის თანამშრომელმა პიტ სმოლბოუნზმა არც იცის, როგორ აღმოჩნდა კვერცხი ართურთან და კერტისთან.
"სავარაუდოდ, კვერცხი უყურადღებოდ იყო ბუდეში დატოვებული, მათ კი ხელსაყრელი მომენტით ისარგებლეს", — ხსნის პიტი, — "ფრინველების განყოფილებაში ვიცით, რომ ფლამინგოებში, პინგვინებსა და სხვა სახეობებში ერთი და იმავე სქესის ინდივიდების დაწყვილება ჩვეული ამბავია. ასე რომ, ეს სიახლე შოკისმომგვრელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამან ცოტათი მაინც გაგვაკვირვა".
ართურისა და კერტისის ერთი თვის ბარტყი
ფოტო: Wild Planet Trust
შეჯვარების სეზონზე, წყვილები, როგორც წესი, დიდ დროს ატარებენ ერთად, მაგრამ მათი შეწყვილება მხოლოდ მაშინ დასტურდება, როცა ორი ფრინველი ბუდეს ირჩევს და მორიგეობით ჯდება კვერცხის გამოსაჩეკად. ასე მოიქცნენ ართური და კერტისიც. მსგავსი შემთხვევა კი იშვიათობაა, მაგრამ სხვა ზოოპარკებშიც მომხდარა ასე.
- ავსტრალიაში გეი პინგვინების წყვილმა კვერცხი იშვილა
- მამრმა პინგვინებმა პირველი ბარტყი გამოჩეკეს — წყვილი მშობლების ამპლუაში
ართურისა და კერტისის ბარტყი კი, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს, უკვე ერთი თვისაა. მშობლები, რასაკვირველია, ძალიან ზრუნავენ მასზეო, ამბობს სმოლბოუნზი. პატარა ფლამინგო თურმე სხვა ბარტყს დამეგობრებია და მასთან ერთად ერთობა ხოლმე, მოშივებული კი ისევ ართურს და კერტისს აკითხავს.
აღსანიშნავია, რომ ფლამინგოები მხოლოდ გამრავლების მიზნით არ წყვილდებიან. ბიოლოგი და ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ როუზი თავის კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ფრინველები გულდასმით ირჩევენ პარტნიორს, რომელთანაც დროის გატარება სურთ.
"მათი სოციალური ქცევიდან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ ორ მამრ ფლამინგოს წარმატებით გამოსდის ბარტყის გაზრდა", — ამატებს როუზი, — "თუმცა, არ მგონია, რომ ისინი პირველად დაწყვილდნენ".
ერთი და იმავე სქესის ფრინველების წყვილებს ველურ ბუნებაშიც შეხვდებით. მაგალითად, ალბატროსების რამდენიმე სახეობაში, მდედრი ინდივიდები ზოგჯერ ერთად ჩეკენ კვერცხებს, ან ცალ-ცალკე გამოჩეკენ და ბარტყებს ერთად ზრდიან. ეს პროცესი კი მოთმინებასა და ერთგულებას მოითხოვს: საინკუბაციო პერიოდი ალბატროსებისთვის, დაახლოებით, 60 დღე გრძელდება, ფლამინგოებისთვის კი — 28 დღე. ორნითოლოგი კევინ მაკგოუენი აღნიშნავს, რომ ფრინველებში ნაშიერის ყოლის სურვილი იმდენად დიდია, რომ გარემოებებს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ასე რომ, ამ მიზნისთვის ზოგჯერ ერთი და იმავე სქესის წყვილებიც იქმნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები