კახა კალაძე

23 Aug. 2024, 12:11

ქართული ოცნება არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარია იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამ უგუნური ქმედებით, რომელიც, მგონია, რომ ნაკარნახევი იყო გარედან, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი და ნებისმიერი ქართველი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ გააჩეროთ და კითხოთ, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, გეტყვის, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. ამ უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, ჭირდება შესაბამისი გამოძიება, ჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი. მათ რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი, ეს რეზოლუციაც არის ბოროტება. როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას დააბრალო ომის დაწყება. რეზოლუციაში ეწერა, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ამას მოაწერეს ხელი, ხომ?! ყველა კითხვას ჭირდება პასუხები და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…