საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Excel-ის კურსი დაემატა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ახალი, Excel-ის გამოყენების კურსი დაემატა, რომელსაც გიორგი დათუკიშვილი გაუძღვება.
კურსი 4 მოდულისგან შედგება, რის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი თემები :
· როგორ დავამუშაოთ ბიზნესისთვის საჭირო მონაცემები?
· როგორ ავირიდოთ თავი შეცდომებისაგან და მონაცემთა დუბლირებისგან?
· FAQ - სხვადასხვა ამოცანებით
· როგორ გამოვიყენოთ წლიური დაგროვილი მონაცემები გადაწყვეტილებების მისაღებად
"საქართველოს ბანკში მუდმივად ვიკვლევთ პარტნიორი ბიზნესების საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ ისეთი სერვისებისა და პროდუქტების შესაქმნელად, რაც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტურ კურსებს, რომლებსაც ჩვენს უფასო ონლაინ პლატფორმა - Businesscourse.ge-ზე ვათავსებთ. ამჯერად, პლატფორმას ექსელის კურსი დაემატა, რომელიც არა მარტო ბიზნესის წარმომადგენელებს, არამედ ყველა დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სიღრმისეულად გაეცნონ ამ პროგრამას და შეისწავლონ, თუ როგორ დაამუშაონ საჭირო მონაცემები. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას და სამომავლოდ არაერთ საინტერესო კურსს შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს", — განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა.
აღნიშნული ბიზნესკურსი მომზადებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
ინფორმაციისთვის, Businesscourse.ge საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან კურსებსა და მასტერკლასებს. კურსები ვიდეო ლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს ცოდნა სასურველ თემაზე. პლატფორმაზე უკვე 50-ზე მეტი უფასო კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის საფუძვლებისა და სხვა საკითხების შესახებ.
ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები