ირაკლი ღარიბაშვილი

26 Aug. 2024, 11:02

„ახლა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ისევ სააკაშვილი ან მისი ბანდის რომელიმე წარმომადგენელი, ან თუნდაც “კოლექტიური ნაცმოძრაობის“, ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანებების და კოალიციების რომელიმე წარმომადგენელი, ან რომელიმე “ენჯეოს“ წარმომადგენელი, რა მოხდებოდა ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხი - მუხლის ჩოქებზე დავარდნილები დიდი აღტკინებით დაუწესებდნენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს სანქციებს, შემდეგ ასეთივე აღტაცებული ენთუზიაზმით მიიღებდნენ უკრაინის თვითმფრინავებს და გააგზავნიდნენ მოხალისეებს საომრად და ასეთივე მონური აღტაცებით დაიწყებდნენ ომს და გახსნიდნენ მეორე ფრონტს და მთელს ქვეყანას გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად! ვინ დაზარალდებოდა მათი მოღალატეობრივი მმართველობით, ვინ და ხალხი და ქვეყანა! პარალელურად სასტიკად გაუსწორდებოდნენ, დახოცავდნენ ან დაიჭერდნენ ყველა განსხვავებულად/ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, დაახშობდნენ მედიას, აკრძალავდნენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გააუქმებდნენ არჩევნებს და ქვეყანას და ხალხს გაიმეტებდნენ საბოლოოდ დასაღუპად და გასაწირად!

 მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში საქართველოში ეს არ მოხდება! სანამ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ მოხდება!“


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…