ტოიოტა ცენტრი ბათუმსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: თეგეტა
ტოიოტა ცენტრი ბათუმსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანიის დირექტორებმა, გოდერძი სურმანიძემ და ირაკლი არჩაიამ, მოაწერეს ხელი. ეკოლოგიის, კულტურის, განათლებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიზნებია, რომლებსაც გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის დირექტორი: "ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან პარტნიორობა პასუხობს ტოიოტას გლობალური ხედვის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვას ეხება. ტოიოტა არის ავტოინდუსტრიის მოწინავე ბრენდი, რომელმაც მსოფლიოს პირველმა გააცნო ჰიბრიდული ტექნოლოგია და შესთავაზა ეკომეგობრული საყოველთაო ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესაც ვცდილობთ და ვიზიარებთ ტოიოტას ხედვას, რომ მიაღწიოს ნულს მიღმა სტრატეგიას. აღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს ისეთი ტრანსპორტის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ემისიებისა და გამონაბოლქვის შემცირებას. ვფიქრობთ, ბოტანიკური ბაღი ის ადგილია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოსთან და ეკოლოგიასთან, აქვს მდიდარი ისტორია და მრავალფეროვანი ეკოლოგიური მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის საამაყოა, ვიყოთ ბოტანიკური ბაღის პარტნიორი და ერთობლივად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და ეკოლოგიური პროექტები".
ფოტო: თეგეტა
ხელმოწერის ცერემონიაზე ტოიოტა ცენტრი ბათუმის წარმომადგენლები ბოტანიკურ ბაღს სიმბოლურად ეკომეგობრული Toyota Rav 4 Plug-In მოდელით ესტუმრნენ. ამით ხაზი გაუსვეს ბრენდის გლობალურ სტრატეგიას, რომელიც ეკოლოგიაზე ზრუნვას გულისხმობს. Toyota Rav 4 Plug-In არის დამუხტვადი ჰიბრიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული რესურსის გამოყენება. მსოფლიოში ეკოლოგიური კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სატრანსპორტო საშუალებაა.
ფოტო: თეგეტა
ტოიოტა ცენტრი ბათუმისა და ბოტანიკური ბაღის პარტნიორობა სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ ხელმომწერი მხარეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. გარემოს დაცვის მიმართულებით რამდენიმე პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მათ შორის არის იაპონური ბაღების მოვლა-განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.
ირაკლი არჩაია, ბათუმის ბოტანიკური ბაღისდირექტორი: "ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ტოიოტა ცენტრი ბათუმთან საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიის, განათლების, კულტურისა და სპორტის განხრით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირებულია ტოიოტას, როგორც იაპონური ბრენდის, წვლილი იაპონური ბაღების სამომავლო განვითარებასა და რეკონსტრუქციაში".
ტოიოტა ცენტრი ბათუმი აქტიურადაა ჩართული რეგიონის ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში, რომლებიც უკავშირდება ბრენდის ღირებულებებს. ბოტანიკურ ბაღთან კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური მიმართულებით პარტნიორობა სწორედ ბრენდის გლობალურ მიზნებს პასუხობს და ადასტურებს, რომ ტოიოტა აგრძელებს განვითარებას და გლობალური პოლიტიკის მთავარი მიმართულების — ნულს მიღმა სტრატეგიის ერთგულებას.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი ბათუმი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად ტოიოტას მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები