ირაკლი ნადირაძე

ირაკლი ნადირაძე

27 Aug. 2024, 12:21

"ფაქტია, რომ ქართულ ოცნებასა და კრემლში ერთნაირად ნერვიულობენ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს. ამიტომ შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის, ვნახეთ, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, რომელიც რუსულ მედიაარხებზე მთავარი მოქმედი პირი გახდა, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთი-ერთზე სხედან ერთსა და იმავე პროპაგანდაზე და კრემლი ღიად გულშემატკივრობს ქართულ ოცნებას, მაგრამ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ არჩევნებში გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომელსაც აღარ უნდა რუსულ ჭაობში ცხოვრება, რომელსაც უნდა უკეთესი ევროპული მომავალი. შესაბამისად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ისეთი არჩევანის, რომელიც ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ, უკეთესი მომავლისკენ, რათა ხალხს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ყველა ის სიკეთე, რის მისაღებადაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად ტოვებს ქვეყანას“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…