ანა ნაცვლიშვილი: მარტო ოცნებას კი არა, წულუკიანსაც როგორ სძულს ქალები
მარტო ოცნებას კი არა, წულუკიანსაც როგორ სძულს ქალები, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და კულტურის და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც წულუკიანი ქალთა კვოტირების თემაზე ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს დაცინვის კონტექსტში მოიხსენიებს. მას კი წინ ანა დილიძის განცხადება უძღოდა, სადაც დოლიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას სძულს ძლიერი ქალები.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„კიდევ ერთხელ, ამჯერად კულტურის კომისარ თეა წულუკიანის მიერ ანა დოლიძის სწორი შენიშვნის პასუხად, რომ ოცნებას ქალები სძულს, მოვისმინეთ იმის აღიარება, რომ ქართული ოცნებისთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი სწორედ ქალი დეპუტატები ვიყავით.
თქვენ ხართ მიუღებლები და ამიტომ გავაუქმეთ კვოტაო. თურმე, ნუ იტყვით და როგორ ვბედავდით აქტიურობას, როგორ ვიმაღლებდით ხმას, როგორ ვმუშაობდით საკითხებზე სიღრმისეულად, როგორ ვამხელდით ამათ, როგორ ვებრძოდით რუსულ კანონს და ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას!
ჩუმად უნდა ვმსხდარიყავით, პეპლებზე და ჩიტებზე გვეპოსტა, ან სულაც — კორუფციულ გარიგებებში შევსულიყავით მათთან და მანდ ვიქნებოდით მისაღები ქალთა სახეები ოცნებისათვის, ასეთები რომ ვყოფილიყავით, ვინ იცის — იქნებ გაეზარდათ კიდეც კვოტა.
ეს კვოტების საკითხის განხილვის დროს უმრავლესობის წევრებმაც კი თქვეს ღიად.
პარტიული ხაზი უცვლელია.
რომ ვერ გაგვაკონტროლეს, მერე ძალადობაზე გადავიდნენ — ჟანრის კლასიკაა ასეთი. ვერც ამით შეგვაშინეს და ახლა ფიქრობენ, კვოტის გაუქმებით გაგვაჩერებენ.
ამათთვის ქალთა კვოტირება, ისევე როგორც ყველა სხვა პროგრესული სიახლე, მხოლოდ სამშვენისია, რომელსაც მათ მიერ სიძულვილით, ღვარძლით, კორუფციით, ძველბიჭობით, უწიგნურობით, მუქარით, პირადი ცხოვრებით შანტაჟით, ძალადობით გაჯერებულ პოლიტიკურ პროცესს თავზე მოაყრიან და აპლოდისმენტებს მოითხოვენ, ნახეთ, რა კარგები ვართო!
ყოველთვის ვამაყობ იმ არაჩვეულებრივი ბრძოლით და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია — ურთიერთსოლიდარობის იმ მაგალითებით, რაც ჩემმა კოლეგებმა ქალმა დეპუტატებმა შევქმენით მეათე მოწვევის პარლამენტში.
განა ჩვენზე არ აირეკლა და არ იმოქმედა პოლიტიკის საერთო მძიმე მდგომარეობამ, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ერთმანეთის მხარდაჭერა უფრო მეტჯერ შევძელით, ვიდრე — ვერ.
არაერთხელ ეს ხელი უმრავლესობის ქალებსაც გავუწოდეთ, ოღონდ გაებედათ ქალთა საკითხების გარშემო მაინც თამამად ერთად დგომა, სამწუხაროდ — თითქმის ყოველთვის, უშედეგოდ.
მარტო ოცნებას კი არა, წულუკიანსაც როგორ სძულს ქალები, ამხელა სიძულვილთან თანაგრძნობის ადგილია მხოლოდ, სხვა ვერაფერს ვუშველით. მეტი სოლიდარობა რომ მიეღო ცხოვრებაში საკუთარი თანაგუნდელი ქალებისგან მაინც, ასე მძიმედ არ იგრძნობდა თავს. ვწუხვარ ამის გამო.
კვოტის აზრი სწორედ სოლიდარობის და ერთმანეთის ხმის გაძლიერების კულტურის მშენებლობაა, თორემ ნარცისებისთვის კვოტა მორიგი ინსტრუმენტია მხოლოდ.
ნარცისებიც ბევრი გვინახავს, მზეც რომ არ უნდათ სხვასთან გაიყონ და მათგან განსხვავებული მებაღეებიც, სადაც ბაღი — სხვების გაძლიერებაა მთავარი და არა საკუთარი — მებაღის ადგილი ამ ბაღში.
ოცნებას მეტი არაფერი აქვს სათქმელი.
ქალები კი იტყვიან თავის გადამწყვეტ სიტყვას 26 ოქტომბერს!“, — წერს ანა ნაცვლიშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები