ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

27 Aug. 2024, 16:42

“არც NDI არის თეთრი ყვავი და არც IRI ვარდისფერი პანტერა - საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ერთნაირად ანგარიშვალდებულია. მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩვენ დიდი მოლოდინი და სურვილი გვაქვს, რომ ჩემ მიერ აღნიშნული ორგანიზაციები იქნებიან მიუკერძოებელი მსაჯულები 26 ოქტომბრის არჩევნებისას, ისევე როგორც არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით მათი პოზიცია იქნება დაყრდნობილი არსებულ რეალობაზე და არა დაკვეთაზე. შესაბამისად, მათი ამჟამინდელი ქცევა, როდესაც ისინი ისეთი ტიპის "ენჯეოებს” აფინანსებენ, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ხარჯავენ ამ დონორებისგან მიღებულ თანხას, ისევე როგორც ამერიკელი და ევროპელი გადამხდელთა მიერ გენერირებულ ფულად სახსრებს, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ მოწოდებული იმისკენ, რომ თავადაც მკაცრად გააკონტროლონ ის ორგანიზაციები, რომელიც მათ სახეს ეფარებიან და დისკრედიტაციას უწევენ”.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის NDI-სა და IRI-ს, გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…