სალომე ზურაბიშვილი

27 Aug. 2024, 18:37

"მჯერა, თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ, მაგრამ იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა დრო არის შემართების და ყველანი არჩევნებზე წავიდეთ. იმედის დაკარგვა არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს. ეს არ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციების შემდეგ და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი შეუგუებლობა.

უმძიმესი დღეები გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია. პირიქით, როცა ვკითხულობთ, თუ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და შეინარჩუნა მისი თვითმყოფადობა... ამიტომ, მწამს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი. არავინ დარჩება სახლში. ეს იქნება ჩვენს დიასპორაში თუ აქ, ქვეყანაში. 26 ოქტომბერი არის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდოპროევროპულებით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის"

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს, ოფიციალურად დანიშნა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…