დელეგატების ბუნდოვანება — ვახუშტი მენაბდე ოცნების გადაწყვეტილების ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებს
2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, როგორც არა ერთ სხვა შემთხვევაში, აქაც ვხედავთ გარკვეულ ბუნდოვანებას — ოცნებამ საზოგადოებას დელეგატები წარუდგინა. ვინ არიან ისინი? როგორ შეიძლება გავიგოთ დელეგატის ცნების შემოტანა წინასაარჩევნოდ?
ამ კითხვით კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს მივმართეთ. ის NEWS.On.ge-სთან აცხადებს, რომ დელეგატების დასახელების გაცხადებული და რეალური მიზეზები ერთმანეთისგან განსხვავდება; მისი თქმით, მმართველ ძალას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონოდა ამ ნაბიჯის გადასადგმელად:
"ქვეყანაში გვაქვს მაჟორიტარის ბიუროები. დიდი ალბათობით, ვერ მოიფიქრეს ამ ბიუროებისთვის რა მოეხერხებინათ, ამ ნაბიჯით ისინი შეინარჩუნებენ ბიუროებს. როგორც ჩანს, თავად მაჟორიტარებმაც მოითხოვეს. ერთი მიზეზი, ალბათ, ესაა.
მეორე მიზეზი კონკრეტულ რეგიონზე ე.წ პასუხისმგებელი პირის გამოკვეთაა, ცხადია, საარჩევნო მიზნებისთვის. მაგრამ აქ ბევრი კითხვაა, მაგალითად, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული დელეგატი ვერ გავა; ან რა მოხდება, თუ ორი დეპუტატი გავა. ამ შემთხვევაში ვის მიენიჭება უპირატესობა და რამდენად სამართლიანად მოხდება ეს? თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია: თითოელი დეპუტატი წარმოადგენს მთელს ქვეყანას, ე.ი მთელი ქვეყნის წარმომადგენელია. ამ ცვლილებამ კი ეს ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა", — ამბობს ვახუშტი მენაბდე.
აღსანიშნავია, რომ დელეგატების წარდგენისას ოცნებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი ქვეყანას კი არ წარმოადგენენ, არამედ წარმოადგენენ კონკრეტულ რეგიონს, მაგალითად, გურიას, კახეთს.
კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც წარმოშობს დამატებით კითხვის ნიშნებს და არ შეესაბამება დღევანდელი კონსტიტუციის სულისკვეთებას.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩათვლით, ოცნებამ სულ 40-მდე დელეგატი დაასახელა და აქედან ყველა მათგანი კაცია.
ასევე იხილეთ: რა არის დელეგატი? — ოცნების სია და ოპოზიციონერების გამოხმაურება
კონტექსტისთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ რამდენიმე თვის წინ ოცნებამ, პარტია გირჩის დახმარებით, დაჩქარებული წესით გააუქმა გენდერული კვოტები. ამ ფონზე მოვლენების ამგვარი განვითარება, შესაძლოა, მოსალოდნელიც კი იყო. ვახუშტი მენაბდე ამ ფაქტს უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
"ცალსახად, კვოტების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ თავის დროზე ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე, რაღაცას მივაღწიეთ კიდეც, მაგრამ კვოტები საერთოდ გაუქმდა. ეს არის რეგრესი, რაც მმართველმა პარტიამ და გირჩმა გააკეთეს. მათ გააუქმეს ინსტიტუციური გათანაბრების მექანიზმი.
დელეგატებზე, რა უნდა ითქვას? გასაგებია, როგორც იმართება ქართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის ძალიან არადემოკრატიული სისტემა, სადაც პარტიის ლიდერები და მასთან დაახლოებული პირები იღებენ გადაწყვეტილებებს და რა გასაკვირია, რომ იმ პარტიაში, რომლის ბირთვსაც მდიდარი კაცები წარმოადგენენ, გადაწყვეტილებები მიიღება საკუთარი თავისა და სხვა კაცების სასარგებლოდ. აქვე, არ მგონია გაუქმებული კვოტების პირობებში სხვა პარტიებმა სხვაგვარად იმოქმედონ".
გენდერული კვოტების გაუქმების შემდეგ შემოღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებულ განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო 29 აგვიტოს დაიწყებს. ვახუშტი მენაბდის აღქმით, ეს პროცესი ფორმალური იქნება. კონსტიტუციონალისტს რაიმე პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.
"არა იმიტომ რომ შესაჩერებელი არ არის [რუსული კანონი], უბრალოდ იმიტომ, რომ სასამართლოს აკონტროლებს ქართული ოცნება", — ამბობს ის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები